„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ საქართველო-აშშ-ს ურთიერთობები ახალ დონეზე დაგავიდა – კონფრონტაციული. Jnews-მა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) უფროს სამეცნიერო თანამშრომელს სთხოვა აეხსნა ამ ურთიერთობების სიტუაცია ექსპერტის თვალთახედვიდან.

წარმოგიდგენთ სიტუაციის განმარტებას ექსპერტისგან:

„ბოლო დროს საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციის რეალური შესაძლებლობა მიიღო, აქამდე თანამშრომლობაზე ვსაუბრობდით, ახლა წევრობაზე ვსაუბრობთ. რეფორმებზე (ევროკავშირში შესვლის დემოკრატიული რეფორმა) უარის თქმა პირადად ივანიშვილის ინტერესებზეა დაფუძნებული, რომელიც საქართველოში ხელისუფლების მისი კონტროლით შენარჩუნებაში ხედავს პერსპექტივას, ხოლო ოლიგარქიის კონტროლი ევროკავშირის პრინციპებთან შესაბამისობაში არ შედის. ეს ძალიან მკაფიოდ იყო ფორმულირებული 12 პრიორიტეტში ( საქართველოს ევროკავშირში შესვლის გზაზე ევროკავშირის რეკომენდაციები), რომელთაგან დარჩენილია 9. მაგრამ ეს 9 პრიორიტეტი დაკავშირებულია უზენაეს კანონთან, ქვეყნის მართვის სტილთან და მათ შორის პოლიტიკურ პრიორიტეტებთან. ივანიშვილმა პრიორიტეტად დემოკრატიულ გზაზე ხელისუფლების შენარჩუნება აირჩია, რადგან, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ოლიგარქიის ინტერესები დემოკრატიული პრინციპებისგან სრულიად განსხვავდება. ეს არის კონფლიქტის ძირითადი მიზეზი და ეს კონფლიქტი არ შემოიფარგლება ევროკავშირთან ურთიერთობების შეზღუდვით.

აშშ საქართველოს მთავარი სპონსორი და პარტნიორია მრავალი ათწლეულის განმავლობაში. აშშ საქართველოს ურთიერთობებს ამყარებდა იმ წინაპირობით, რომ საქართველო დემოკრატიულ საზოგადოებას და დემოკრატიულ სისტემას აშენებდა. აშშ-ს შეუძლია იმეგობროს არადემოკრატიულ ქვეყნებთან, მაგრამ ამისათის სხვა გეოპოლიტიკური ინტერესები უნდა გააჩნდეს. საქართველო არ არის საუდის არაბეთი, აშშ-ს მთავარი ინტერესი. საქართველოსთან ურთიერთობისას, იყო შემთხვევები, როცა ჰქონდათ პრეტენზიები, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებდით. დიახ, ჩვენ გეოპოლიტიკური ღირებულებაც გვაქვს, მაგრამ ამის გადაფასება არ ღირს.

აშშ-ში საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერის კანონპროექტი განიხილება, მას ეწოდება „მეგობარი“ და აქვს ორი მხარე. ერთი მხრივ, ეს საქართველოს მხარდაჭერის,ეკონომიკური კავშირების გაღრმავების და უვიზო რეჟიმის შემოღების ზომების პაკეტია, დემოკრატიული კურსის, დასავლეთის კურსის გაგრძელების შემთხვევაში. ხოლო მეორე მხრივ — ეს არის სანქციების პაკეტი. ამ სანქციების ნაწილი უკვე შემოღებულია — ეს ძირითადად ამ ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური კანონის ინიციატორებისთვის სავიზო შეზღუდვებია. თუკი საქართველო დასავლური, დემოკრატიული კურსის არჩევას გააგრძელებს, ევროპისა და აშშ-სგან მეტი მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა გვექნება. და 2030 წლის ბოლოს საქართველოს შეუძლია ევროკავშირის წევრი გახდეს. შესაძლოა აშშ-ს უსაფრთხოების გარანტია ჰქონდეს, მაგალითად აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობა და უვიზო რეჟიმი. ხოლო ალტერნატივა, თუკი ეს ხელისუფლება დარჩება და ანტიდასავლურ კურსს გააგრძელებს — საქართველოს არ შემდგარი ხელისუფლების, რუსეთის პროვინციის, ეს ფორმირება იზოლირებული იქნება“.

საქართელოს საგარეო პოლიტიკის კურსის ცვლილებასა და ევროინტეგრაციის გზიდან აცდენაზე ექსპერტებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, ასევე მსოფლიო ორგანიზაციებმა აქტიურად დაიწყეს საუბარი მას შემდეგ, რაც საქართველოში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ხელმეორე ინიცირება დაიწყო. 2023 წელს პირველი ინიცირების და სამოქალაქო საზოგადოების მიერ მუდმივი საპროტესტო აქციების სახით ძლიერი რეაქციის და მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებების შემდეგ მმართველმა პარტიამ კანონპროექტი უკან დახია. თუმცა, 2024 წელს კვლავ დაიწყეს ინიცირება უბრალოდ სახელწოდება შეუცვალეს. მიუხედავად საერთაშორისო, ევროპული და ამერიკული მთავარი აქტორების განცხადებებისა ამ კანონის საქართველოს ევროპულ გზასთან შეუთავსებლობისა და თუნდაც სანქციებისა და ეროვნული ვალუტის გაუფასურების შესახებ, კანონი მიღებულ იქნა და საქართველოს ურთიერთობა დასავლელ პარტნიორებთან მნიშვნელოვნად შეიცვალა უარყოფითი მიმართულებით. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი „უცხოური ძალების ინტერესების განმახორციელებელი ორგანიზაციების“ რეესტრის შექმნას გულისხმობს, სადაც უნდა დარეგისტრირდეს ყველა ორგანიზაცია და მედია, რომელიც იღებს დაფინანსებას (20%-ზე მეტი) უცხოური ფონდებიდან ან ორგანიზაციებიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზაცია დაფარიმდება და მისი ნების საწინააღმდეგოდ დარეგისტრირდება. ამ რეესტრში შენავალ ორგანიზაციებს მოეთხოვებათ ფინანსური ანგარიშების წარდგენა. კანონი ასევე აძლევს უფლებას სამთავრობო უწყებებს ჩაატარონ ორგანიზაციების ინსპექტირება, თუ არსებობს „ეჭვი“, რომ ორგანიზაცია იღებს უცხოურ დაფინანსება.