საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე, ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ცვლილებებსა და ქცევაზე, სააკაშვილის წასვლაზე, შიდა პოლიტიკურ ნიუანსებზე და ბევრ სხვაზე JNEWS-ს პოლიტოლოგი გელა ვასაძე ესაუბრა.
რა შეიცვალა საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ბოლო 6 თვეში?
– ზოგადად, საქართველოს საგარეო პოლიტიკა არ შეცვლილა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს საკმარისი საგანგაშო სიგნალები. საგანგაშო ნიშნებია იმაში, რომ ჩვენი მთავრობა იქცევა თურქეთის მთავრობის მსგავსად და ავიწყდება, რომ ჩვენ თურქეთი არ ვართ. ანუ მასშტაბები სულ სხვაა. თურქეთს შეუძლია მაგალითად, რუსეთთან როლი შეასრულოს, თუმცა თურქეთსაც არ უშვებენ, ხოლო ჩვენზე საუბარიც არ შეიძლება იყოს. მაგრამ ჩვენი ხელისუფლება ცდილობს დაუმტკიცოს დასავლეთს, თუ რატომ არ შეიძლება, რომ ჩვენი მეშვეობით გააკეთონ ეს. არ შეიძლება. ამისთვის დავისჯებით. ასევე დასჯიან არა მხოლოდ მათ, არამედ ყველას. ეს ყველაზე სამწუხაროა. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, პირველ რიგში, მეორადი სანქციები.
ხშირად განიხილება საკითხი მოქმედი ხელისუფლების არასტაბილური საგარეო კურსის შესახებ დასავლეთის მიმართულებით, რამდენად გამართლებულია ეს?
– პოლიტიკა არ იცვლება. ხალხს ფულის შოვნა სურს. ეს ისეთივე ნათელია, როგორც ორჯერ ორი ოთხია. და მეორე, იქნებ ვინმეს უარს ვერ ეუბნებიან. ეს არ არის გარდამავალი, ეს ყველაფერი აქედანაა, მოდით, ამ ყველაფერზე ფულიც ვიშოვოთ. სხვები ხომ აკეთებენ? მაგრამ არ უშვებდნენ და არ დაუშვებენ. და ბოლოს, ეს გამოიწვევს ძალიან სამწუხარო შედეგებს, არა მხოლოდ მათთვის, არამედ ქვეყნისთვის.
ამ ბოლო დროს აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოს ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს თუ ქმედებებს აკრიტიკებს. ეს განცხადებები სულ უფრო მკაცრი ხდება. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს და რა შედეგები მოჰყვება ამას?
– ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ აშშ-ში ამბობენ, – „ამხანაგებო, ჩვენ ძალიან უკმაყოფილო ვართ თქვენით, ჩვენ ძალიან სერიოზული რესურსები ჩავდეთ თქვენში არა იმისთვის, რომ კრიტიკული მომენტი დადგეს და თქვენ ასე მოიქცეთ!”. აიმ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს, მეტ არაფერს.
მიხეილ სააკაშვილი მართლა წავიდა პოლიტიკიდან?
– ავადმყოფი კაცია, მის სიცოცხლეს ნამდვილად საფრთხე ემუქრება. ამიტომ ეს ასეა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აქტიურ პოლიტიკაში ყოფნის საშუალებას არ აძლევს. საშუალებას მისცემს თუ არა ოდესმე, არ ვარ დარწმუნებული, არ ვიცი.
როგორ შეაფასებთ “ნაციონალური მოძრაობის”, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტიის ქმედებებს?
– “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ახლა არანაირად არ იქცევა. ფაქტია, რომ ჩვენი ოპოზიციის დონე, რბილად რომ ვთქვათ, უკეთესობის სურვილს ტოვებს. „ქართული ოცნება“ დღეს ხელისუფლებაშია, რადგან მას არ ჰყავს ღირსეული კონკურენტები. „ქართული ოცნების“ ფენომენის სხვაგვარად ახსნა შეუძლებელია, რადგან ცხადია, მან მთლიანად ამოწურა თავი, მაგრამ არ ჰყავს კონკურენტები, ამიტომ აგრძელებს ხელისუფლებაში ყოფნას. მშვენიერი საბჭოთა ფილმი იყო, სახელი არ მახსოვს, სადაც ჯიგარხანიანი ოსტატის როლს ასრულებს. მანქანის გადმოტვირთვაზე კი შემდეგს ამბობს: “ჩვენ გვაქვს ორი ვარიანტი, პირველი ფანტასტიკურია, მეორე კი რეალისტური. რეალისტური – თუ უცხოპლანეტელები ჩამოვლენ და გადმოგვიტვითავენ მანქანას. ხოლო ფანტასტიკური – თუ ახლა შევიკრიბებით და გადმოვტვირთავთ მანქანას”. იგივეა ჩვენთანაც. რეალისტური ვარიანტია, თუ დასავლეთის ზეწოლის შედეგად ივანიშვილი უბრალოდ დატოვებს პოლიტიკას, ხოლო ფანტასტიკური ვარიანტია, თუ ქართული საზოგადოება საბოლოოდ მოეგება გონს და უბრალოდ, ევროპულ სტანდარტებზე გადაფორმდება. სწორედ ეს უნდა მოხდეს.