ვისთვის ტარდება საქართველოში რეფორმები, რაც ევროკავშირში გაწევრიანების პირობაა, როგორ აისახება საქართველოში არსებული მდგომარეობა და „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება ევროინტეგრაციის პროცესზე და კიდევ ბევრ რამეზე Jnews-ს მედიის დაცვის ქართული კოალიციის ხელმძღვანელი მამუკა ანდღულაძე ესაუბრა.

 რას ნიშნავს ჩვენთვის ევროკავშირში ინტეგრაცია?

“ევროინტეგრაცია ჩვენთვის  არა უბრალოდ სტრატეგიული არჩევანი, ეს არის ჩვენი ისტორიული გზა. საქართველო ევროპული სტანდარტებისკენ მიისწრაფვის ცხოვრების პირობებში, უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, პლურალიზმსა და განათლებაში. ეს ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, და ჩვენ გვჯერა, რომ ევროპული ღირებულებები, ისეთი, როგორიცაა ტოლერანტობა, ადამიანის უფლებებისა და უმცირესობების პატივისცემა, საქართველოს ყველა მოქალაქის ცხოვრების გაუმჯობესების საფუძვლად იქცევა. ევროინტეგრაციის პროცესი გრძელ გზას წარმოადგენს, რომელიც აუცილებელი რეფორმების ჩატარებისგან იწყება. ეს რეფორმები მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებისა და ევროპული სტანდარტების შესაბამისის პირობების შემქნისაკენ არის მიმართული“,- ამბობს ანღულაძე.

„უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღება როგორ იმოქმედებს საქართველოს ევროინტეგრაციის დაწყებულ პროცესს?

პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეს კანონი, როგორც ჩვენ საქართველოში ვეძახით, „რუსული კანონი“, ამ კანონის კანონმდებლობის დინამიკიდან გამომდინარე, თავის დროზე რუსეთში იყო მიღებული და დღემდე მოქმედებს. როდესაც რომელიმე კანონი მიიღება, პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ მიზანი, რატომ მიიღება, და არის თუ არა მსგავსი კანონის მიღების აუცილებლობა.
ამ კანონის ცალსახა მიზანი – საქართველოს მოქალაქეების გაჩუმება, რომელიც თვითორგანიზებულია, ერთმანეთს ეხმარებიან, თავისუფლად ფიქრობენ და საჯაროდ გამოხატავენ საკუთარ აზრს. ეს ავტორიტარული სახელმწიფოების ერთ-ერთი ბერკეტია. განსაკუთრებით იმ დროს, როცა საქართველო ევროინტეგრაციის გზაზეა, ეს ისტორიული მომენტი 2022 წლის შემდეგ დადგა, რუსეთის უკრაინაში შესვლის შემდეგ. ევროკავშირმა გადახედა პოლიტიკას და ისეთ ქვეყნებს მისცა, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, ევროკავშირის წევრობის შესაძლებლობა,

ეს არა მხოლოდ ადგილობრივი სტეიქჰოლდერების აზრია, რომ ეს კანონი არ შეესაბამება ქართული მოსახლეობის სურვილსა და კონსტიტუციურ პრინციპებს არ შეესაბამება. სახელმწიფო და საერთაშორისო წარმომადგენლები, რომელბმაც ევროინტეგრაციის გადაწყვეტილება მიიღეს, პირდაპირ აცხადებენ ამის შესახებ. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა არაერთხელ განაცხადა, რომ ეს კანონი არ შეესაბამება ევროპულ პრინციპებს.

– ევროკავშირმა მისი წევრობის შესაძლებლობა კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ, რატომ წესდება ეს პირობები?

ევროინტეგრაცია – წარმოიდგინეთ რა მოგზაურობაა, სადაც ყველა ეტაპზე საჭიროა გარკვეული პუნქტების შესრულება, რადგან ევროკავშირი – საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 20-ზე მეტი ქვეყნისგან შედგება, და ეს არის სამართლებრივი ორგანიზაცია. ის მნიშვნელოვან პრინციპებზეა დაფუძნებული, და ქვეყნები, რომლებსაც მისი წევრობა სურთ, ეს მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ. რეფორმები ეტაპობრივად ტარდება, და ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ევროკავშირი მზად არის ნებისმიერ დროს დაგვეხმაროს. უნდა ვაჩვენოთ, რომ ცხოვრების ისეთი სტანდარტები გვინდა, როგორიც ევროკავშირშია, და არა რეფორმების ჩატარების ბრძანების მოლოდინი.

ინტერვიურმს ავტორები:
ბორის ღარსლიანი
ანაიტ ზალალიანი