პარლამენტის დეპუტატები, ენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი, მაჟორიტარული ოლქის შემცირებას არ ეწინააღმდეგებიან, რადგან დარწმუნებულნი არიან, რომ როგორც ძველი საარჩევნო სისტემის, ასევე ახლი სისტემის დროს, ახალქალაქის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში ერთი მაჟორიტარი დეპუტატი იქნება.
8 მარტს მმართველი პარტია «ქართული ოცნება» და ოპოზიცია 2020 წლის არჩევნების თაობაზე შეთანხმდნენ. შეთანხმებას თბილისში, აშშ-ს საელჩოში მოეწერა ხელი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ 77\73 არსებული თანაფარდობის ნაცვლად, საქართველოს 150 ადგილიდან, პარლამეტში იქნება 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული დეპუტატი. ასევე დაწესდა 1%-იანი საარჩევნო ბარიერი და საპარლამენტო უმრავლესობა, რომელსაც ხელისუფლების ფორმირების უფლება ექნება, შესაძლებელია შედგეს 40%-იანი დეპუტატის მანდატისაგან.
კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტში 73 მაჟორიტარული მანდატია. 30-მდე შემცირება სახელმწიფოს მხრიდან არსებითად დიდ დათმობას ამჟღავნებს.
Jnews შეეცადა გაერკვია, რას ფიქრობს აღნიშნულ შეთანხმებაზე მაჟორიტარი დეპუტატი, ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონების არჩევანი ენზელ მკოიანი და დეპუტატი სამველ მანუკიანი, რომელიც პროპორციული სისტემით არის შერჩეული; ამ დეპუტატებმა 2019 წლის ნოემბერში, არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს.
«მე დაინტერესებული ვარ ჩვენი რაიონით, თუ ეს ჩვენ რაიონს არ ეხება და გვეყოლება ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი, მე კმაყოფილი ვიქნები ამ გადაწყვეტილებით. რაიონები ჯერ განაწილებული არ არის, მაგრამ აღნიშნული იყო, რომ ეროვნულ უმცირესობებს არ შეავიწროვებენ. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა, კარგი იქნებოდა, ძველი სისტემა რომ დაეტოვათ. მაგრამ, თუ ოპოზიცია და მმართველი ხელისუფლება თვლის, რომ ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს სახელმწიფოს განვითარებას, ასეც უნდა იყოს»,- თქვა საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა სამველ მანუკიანმა.
მანუკიანმა დაამატა, რომ საარჩევნო სისტემაში ცვლილება ჩვენს რეგიონზე არ იმოქმედებს, რადგან, მისი აზრით, ჩვენს რეგიონში იქნება მაჟორიტარი დეპუტატი.
«ჩვენს რაიონს მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება, ეს უკვე განიხილეს და, რა თქმა უნდა, ასეც იქნება. მართალია, მე მინდა, რომ მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა არ შემცირდეს, მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ. არც პარტია მისცემს უფლებას, რომ ჩვენთან მაჟორიტარი დეპუტატი არ არსებობდეს. ვენეციური რეკომენდაციების არსი მდგომარეობს ომაში, რომ ეროვნული უმცირესობების უფლებები არ უნდა დაირღვეს. ეროვნულ უმცირესობებს საკუთარი დეპუტატები უნდა ჰყავდეთ, რომლებსაც ისინი იცნობენ, რომლებთანაც შეეძლებათ საუბარი იმაზე, რაც მათ აწუხებთ»,- აღნიშნა სამველ მანუკიანმა, დეპუტატმა, რომელიც «ქართული ოცნების» პარტიისგან პროპორციული სისტემით არის არჩეული.
დეპუტატი ენზელ მკოიანი, რომელიც ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონებში მაჟორიტარული სისტემითაა არჩეული, საარჩევნო სისტემის ცვლილებების შესახებ ამბობს:
«თავიდან, როდესაც ეს საკითხი განიხილებოდა და ოპოზიციას სურდა, რომ ყოფილიყო პროპორციული საარჩევნო სისტემა, სამი ადამიანი და მათ შორის მეც, ვიყავით წინააღმდეგი. მე პროპორციული სისტემის წინააღმდეგი ვარ, რადგან ეს სისტემა არ შეესაბამება ჩვენს რაიონს- ნინოწმინდას და ახალქალაქს. ხალხს შეიძლება ათასი კითხვა გაუჩნდეს, ენობრივი პრობლემა აქვთ, ვერ ჩავლენ თბილისში, ისინი უნდა მივიდნენ მასთან, ვინც მათ კითხვებზე პასუხს გასცემს»,- თქვა საქართველოს პარლამეტის დეპუტატმა, ენზელ მკოიანმა.
მაგალითისათვის, მკოიანმა ორი წლის წინ არსებული კარტოფილის პრობლემა გაიხსენა, რომლის რეალიზებას ვერ ახერხებდნენ.
«ჩვენ მივედით, დაველაპარაკეთ, ვთხოვეთ, ხელმძღვანელობას უარი არ უთქვამს. ხელისუფლებამ სპეციალური სხდომა გამართა, ყველა საზღვარი გადაკეტა და კარტოფილის ფასმა მოიმატა»,- თქვა ენზელ მკოიანმა.
დეპუტატი, რომელიც პარლამენტში მაჟორიტარული სისტემით შეირჩა, თვლის, რომ ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიცაა ამერიკა, იაპონია, სამხრეთ კორეა, საფრანგეთი (70%), გერმანია, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა მოქმედებს. ეს სისტემა ცუდი რომ ყოფილიყო, ასეთი განვითარებული ქვეყნები მთლიანად მაჟორიტარულზე არ იქნებოდნენ.
«მე მინდა, რომ საქართველოში დემოკრატია აქტიურად ვითარდებოდეს. ამისათვის საჭიროა, რომ ოპოზიცია და მმართველი პარტია ზოგიერთ საკითხში საერთო შეთანხმებამდე მივიდნენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს დაძაბულობა, რათა ხალხში პროტესტი არ გამოიწვიოს. არ არის სასიამოვნო, როდესაც მიდიხარ სამსახურში და ვერ შედიხარ პარლამენტის შენობაში. მე ხმას მივცემ 30/120 საარჩევნო სისტემას, რადგან ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონს საკუთარი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება. ეს უკვე გადაწყვეტილია. ოპოზიციამ და «ოცნებამ» ხელი მოაწერეს და ახალქალაქი-ნინოწმინდა 30-ში შედის »,- თქვა მკოიანმა.
ამასთანავე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმ გარემოებებისა, რომ რაიონს ერთი მაჟორიტარი კანდიდატი ეყოლება, რომელსაც 130-140 ათასზე მეტი ამომრჩეველი უნდა ჰყავდეს, ნინოწმინდასა და ახალქალაქში მთლიანად 61.000 ამომრჩეველია. მაგრამ, რადგან მაღალმთიანი რაიონებია და ეროვნულ უმცირესობებს წარმოადგენენ, ვენეციის კომისიის რჩევის გათვალისწინებით, გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ახალქალაქი-ნინოწმინდა 30 მაჟორიტარულ ოლქს შორის დატოვონ.
10 მარტს, პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიზემ განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნებზე სამცხე-ჯავახეთში ორი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქნება.
დეპუტატ მკოიანის თქმით, პარტლამენტში 2-3 დეპუტატი იქნება წინააღმდეგი, დანარჩენი დეპუტატები მომხრეები იქნებიან.
შესაბამისი საკანონმდებლო შესწორებები, 11 მარტის, საპარლამენტო სხდომაზე უნდა განიხილოს. სამი მოსმენის შემდეგ ცვლილებები კონსტიტუციაში იქნება შეტანილი. ახალი საარჩევნო სისტემის დასამტკიცებლად საჭიროა 113 ხმა.
აღსანისნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად 150-დან 77 ირჩევა პროპორციული სისტემით, ხოლო 73- მაჟორიტარული გზით. მაჟორიტარების ამ რიცხვმა მთავრობას უპირატესობა მიანიჭა: როგორც წესი, ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში ხელისუფლების წარმომადგენელი იმარჯვებს.
აღნიშნულმა სისტემამ დაგვანახა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, მმართველმა «ქართულმა ოცნებამ» 48,6% ხმა მიიღო, თუმცა, მაჟორიტარი დეპუტატების დახმარებით, პარლამენტში 115 ადგილი დაიკავა, რამაც ხელი შეუწყო კონსტიტუციური უმრავლესობის ფორმულირებას.
ახალი სქემა, რომელზეც ოპოზიცია და მთავრობა შეთანხმდნენ, მმართველ პარტიას ასეთ უპირატესობას აღარ ანიჭებს და ოპოზიციას უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს.