COVID-19-ის გამო, კრიზისის პერიოდში ეკონომიკური სიტუაციის შესახებ, პროდუქტებზე ფასების ზრდაზე და დოლართან მიმართებაში ლარის კურსის ვარდნასა და სხვა მრავლის შესახებ JNEWS-ს “რონდელის ფონდის” ეკონომიკის ექსპერტი, პოლიტოლოგი ვალერი ჩეჩელაშვილი ესაუბრა.
– საქართველოს ეკონომიკა მეორე წელია რეგრესშია. გაგრძელდება, თუ არა ეს ეს პროცესი და რას ველოდოთ?
ოფიციალური მონაცემებით, წლეულს რეგრესი 6.1%-ზე მეტი გვქონდა, ჩემი აზრით. სამწუხაროდ, პანდემიამ ყველა ქვეყანას მიაყენა ზარალი, მაგრამ მაინც, ეს პროცენტი, სხვა ქვეყნებთან შედარებითაც ძალიან დიდია. რადგან, პირველ რიგში რასაკვირველია პანდემიამ ტურისტულ სექტორს მიაყენა დარტყმა, ამ სექტორს საქართველოსთვის შემოსავალი მოჰქონდა ბოლო წლებში (2019 წელს 3 5 000 000 (სამ ნახევარი მლრდ.) დოლარი). სიმართლე გითხრათ, არ ველოდები, რომ წლეულს 2019 წლის დონემდე აღდგება, რადგან დიდი ალბათობით, ტრენდი ნეგატიური იქნება, მაგრამ შეიძლება 2-3%-ით აღდგეს ეკონომიკა. ყოველი შემთხვევისათვის, ეროვნული ბანკის ოფიციალური პროგნოზით, თუკი ტურიზმი მთლიანად არ აღდგება, საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 1%-ით გაიზრდება. შეიძლება ეს კონსერვატიული სცენარია, მაგრამ მე ვხედავ, რომ რეალობასთან ძალიან ახლოს არის.
– გააუქმებენ თუ არა წელს რეგულაციებს, რომლებიც ეკონომიკას «ანადგურებს»?
თანდათან გააუქმებენ, პრემიერ-მინისტრმა, გახარიამ შემსუბუქების შესახებ განაცხადა. ორშაბათიდან ტრანსპორტი იხსნება, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, რესტორნები გაიხსნება, რომლებიც ღია სივრცეში მუშაობენ, მაგრამ სავარაუდოდ სამომავლო გადაწყვეტილებებს იქიდან გამომდინარე მიიღებენ, როგორი იქნება ინფიცირებულების დინამიკა, ქვეყანაში ინფიცირებულების რაოდენობა. თუკი ამ მცირე შესუსტებებით დინამიკა არ გაუარესდება, ვფიქრობ, რომ ქვეყანა ნელ-ნელა გაიხსნება.
– თუმცა, COVID-ის ახალ-ახალი შტამები ჩნდება...
დიახ, ჩვენ ეს არ ვიცით. სამწუხაროდ, არა მხოლოდ ჩვენ არ ვიცით. ჩემი აზრით, საერთოდ მსოფლიოში არავინ იცის. ამიტომ ვამბობ, რომ სამომავლო გადაწყვეტილებები დამოკიდებული იქნება ინფიცირებულების დინამიკაზე.
– მსოფლიო ბანკი ვარაუდობს, რომ მშპ წელს 4%-ით გაიზრდება, ხოლო მომავალ წელს 6%-ით, რის ხარჯზე შეიძლება გაიზარდოს მშპ?
ვფიქრობ, რომ ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის შეფასებებს შორის განსხვავება – ეს 3%, ზუსტად ტურისტული სექტორია. თუკი ტურისტული სექტორი ვაქცინირებული ადამიანების ხარჯზე აქტიურად აღდგება, ვინც კოვიდი გადაიტანა და თუკი ჩვენი კონკურენტუნარიანობის დამტკიცებას შევძლებთ ამ ბაზარზე, როგორც ტურიზმის ერთ-ერთ პერსპერტიულ მიმართულებას… ხო, მართლა, ამაში პანდემიამ შეიძლება ხელი შეგვიშალოს, ან დაგვეხმაროს, როგორი ვითარება იქნება საქართველოში, რამდენად მალე დავიწყებთ ამ ძალიან რთული ვითარებიდან გამოსვლას, რომელშიც აღმოჩნდით, აი, ეს სამ პროცენტიანი განსხვავება ზუსტად ტურისტული სექტორია.
და ეს უბრალოდ ეკონომიკა არ არის, საქმე იმაშია, რომ ტურისტულმა ცენტრმა ხელი შეუწყო საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ძლიერ განვითარებას. წარმოიდგინეთ, რამდენი ოჯახური ტიპის სასტუმრო, პატარა რესტორანი, ღვინის მარნები, “შატო” და სხვ., მთელ ქვეყანაში იმდენი იყო გახსნილი. და ისინი ნელ-ნელ მყარდებოდა, მომსახურების სტანდარტებს ზრდიდნენ, ფეხზე დგებოდნენ. პირველ რიგში პანდემიამ მცირე და საშუალო ბიზნეს მიაყენა დიდი დარტყმა და ახლა, მათი აღდგენის შესაძლებლობა დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად მიმზიდველი იქნება საქართველო 2021 წელს ტურისტულ გეგმაში.
– ეკონომიკური ვითარების გაუარესებასთან ერთად ,ის მოსახლეობისთვის მიუღებელი გახდა, რადგან ყველაფერი გაძვირდა, კვების პროდუქტებით დაწყებული, ელექროენერგია და ა.შ. მოსალოდნელია, თუ არა ფასების კიდევ ზრდა?
გეთანხმებით, რომ პროდუქტებზე ფასების ზრდის დინამიკა- ინფლაცია საქართველოში ძალიან დიდი იყო. ფასი თითქმის ყველა საქონელზე გაიზარდა, მათ შორის პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე. მომავალში არ ველოდები, ყოველი შემთხვევისთვის იგივე ტემპით ზრდას. ზრდის ეს ტემპი შენელდება. უბრალოდ, იმიტომ, რომ არის რაღაც ზღვარი, რომელსაც მომხმარებელთა მოთხოვნა ვერ მიაღწევს. ანუ ხალხს უბრალოდ მეტი ფული არ ექნება, რომ პროდუქტები ასეთ მაღალ ფასებში შეიძინოს, პირველადი მოხმარების პროდუქტებიც კი. ახლა ხალხი ეტიკეტებსაც აკვირდება, როცა ისეთი პირველადი მოხმარების საქონელს ყიდულობს, როგორიცაა პური, ხაჭო და რძის სხვა ნაწარმი და ა.შ. ამიტომ ფასები უსასრულოდ ვერ გაიზრდება, მით უმეტეს, უკანასკნელ, რამდენიმე თვეში დოლარის კურსთან მიმართებაში ლარის სტაბილიზაცია აღინიშნება. თუკი ლარის კურსი დაახლოებით ამ დონეზე 3,3-ზე დარჩება, ვფიქრობ, რომ საქონლის ფასი ზრდას შეწყვეტს. ყოველი შემთხვევისთვის ფასები ისე სწრაფად არ გაიზრდება, როგორც ეს უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში ხდებოდა.
– ლარის დასტაბილურება იმის ხარჯზე ხდება, რომ ეროვნული ბანკი მილიონობით დოლარს ყიდის (გარე გავლენა). მაგრამ, რამდენად არის შესაძლებელი მსგავსი ხერხით ლარის კურსის სტაბილიზაცია?
– დიახ, უსასრულოდ ვერ გაგრძელდება გარე გავლენებისა და ეროვნული ბანკის მიერ ნასესხები ფულის დაბრუნების ხარჯზე. ეს იყო დროებითი ზომა. ახლა ლარის კურსის გამყარების მთავარი ფაქტორი უნდა იყოს ვალუტის შემოსვლის სხვა წყაროები, ხოლო ეს, პირველ რიგში, ტურიზმი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია, რომელთა დონეც საქართველოში ძალიან შემცირდა და ეს ჯერ კიდევ 2018-19 წლებში მოხდა, პანდემიის დაწყებამდე. ამ მხრივ ბევრი რამ არის დამოკიდებული ხელისუფლების კომპეტენტობაზე და ქცევაზე, რა სახით არის ფორმირებული ასეთი ატმოსფერო და ქვეყნის მიმზიდვლობა უცხოური ინვესტიციებისთვის. თუკი ეს ორი ფაქტორი პრაქტიკულად გამყარების ერთადერთ წყაროს და ვალუტის სტაბილიზაციას არ ჩაანაცვლებს, მაშინ იქნება მოსალოდნელი ლარის კურსის შესუსტება და შესაბამისად ფასების ზრდა, რადგან ეს ძალიან მარტივი ჯაჭვია, როცა ლარის კურსი სუსტდება, იმპორტი ძვირდება, ხოლო ბუნებრივი აირი, საწვავი, რომელიც საქართველოში გამოიყენება, იმპორტული საქონელია. სამწუხაროდ, ჩვენ უფრო მეტი ელექტროენერგიის იმპორტი დავიწყეთ, თუმცა ეს ცალკე თემაა. ჩვენ ძალიან ბევრი რეზერვი გვაქვს, რომელთა იმპორტის ნაცვლად შეიძლება ელექტროენერგიის ექსპორტი, მაგრამ ფაქტობრივად სიტუაცია ასეთია. ამიტომ ეს ყველაფერი მოქმედებს გადაზიდვების თვითღირებულებაზე და საქონლის მეწარმეობაზე, მათ შორის, ქვეყნის შიგნით. ლარის კურსის გაუფასურებასთან ერთად ინფლაციის გაძლიერება და ფასების ზრდა გარდაუვალია, მათ შორის პირველადი მოხმარების საქონელზე. ეს ის სცენარია, რომელსაც გვინდა, გვერდი ავუაროთ.