10 ივნისს ახალქალაქში, ზრდასრულთა განათლების ცენტრის ახალგაზრდულ ცენტრში, საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის ექსპერტებმა (რონდელის ფონდი), საერთაშორისო კვლევების უფროსმა მკვლევარმა, ყოფილმა ელჩმა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში გიორგი ბადრიძემ და თურქოლოგმა ზურაბ ბათიაშვილმა საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე, არსებულ ვითარებაზე და სხვა მრავალზე ლექცია წაიკითხეს.
ფონდ რონდელის ექსპერტებთან შეხვედრას ახალქალაქის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის (რონდელის ფონდის) უფროსმა მკვლევარმა, რონდელის ფონდის ყოფილმა ექსპერტმა, პოლიტოლოგმა გიორგი ბადრიძემ განმარტა, თუ რა ხდება ახლა საქართველოში და რამდენად მნიშვნელოვანია ეს საქართველოსთვის და სომხეთისთვის.
„პირველად გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი (საქართველოს და სომხეთის) და გრძელვადიანი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები ერთმანეთს დაემთხვეს. და ამ წუთებში საქართველოში მიმდინარეობს პროცესი, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ ამას შეუშალოს ხელი, არამედ ხელი შეუშალოს სომხეთს მისი პოლიტიკური ვექტორის გადატანაში. მიზეზი არის არა პოლიტიკურ გათვლებში, არა საქართველოს ეროვნულ ინტერესებში, არამედ ოლიგარქიის ინტერესებში, რომელიც თვლის, რომ დემოკრატიული რეფორმები, დამოუკიდებელი სასამართლოები, თავისუფალი და დამოუკიდებელი არჩევნები ეწინააღმდეგება მის ინტერესებს და ძალაუფლების ბერკეტების შენარჩუნების შესაძლებლობას. ის, რასაც „ქართული ოცნება“ ჰქვია, რეალურად, ეს არის ოლიგარქის ოცნება. რომელიც მთლიანად აკონტროლებს მთავრობას, პარლამენტს, სასამართლოს, დარჩენილია პატარა ნაწყვეტი – მედია და ორგანიზაციები, რომლებიც მთლიანად არ გაიყიდნენ და ამბობენ ხოლმე, რომ ეს არასწორია. და ამბობს, რომ არ უნდა არსებობდეთ”, – თქვა გიორგი ბადრიძემ.
გიორგი ბადრიძის თქმით, ხელისუფლება ამ იდეას გამჭვირვალობას უწოდებს, თუმცა ფიქრობს, რომ ეს არ არის გამჭვირვალობა. ამბობს, რომ ნებისმიერი ორგანიზაციის გვერდზე ყველა დონორის სახელი წერია და ეს ადვილად კონტროლდება.
როგორც ექსპერტი ამბობს, მათ აქვთ ყველა მექანიზმი, რომ შეაჩერონ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა უკანონო ქმედება, თუ ამას გააკეთებენ.
ექსპერტის გიორგი ბადრიძის თქმით, როდესაც ეს კანონი რუსეთში შევიდა, პირველ ვერსიაში ნათქვამია, რომ „ორგანიზაციები, რომლებიც მოქმედებენ პოლიტიკურ სფეროში, ხოლო ესაც კი არ ეწერა ქართულ კანონში“.
ექსპერტებმა და მონაწილეებმა აღნიშნეს ოპოზიციური პარტიების პასიურობა რეგიონებში. იყო მსმენელების შენიშვნები და კითხვები თემასთან დაკავშირებით.
მახარე მაცუკატოვი დაინტერესდა, რამდენად დაინტერესებულია აზერბაიჯანი, რომ საქართველო გახდეს დემოკრატიული. ამ კითხვას თურქოლოგმა ექსპერტმა ზურაბ ბათიაშვილმა უპასუხა.
„ახლა იყო კობახიძის ვიზიტი და იყო ძალიან მნიშვნრლოვანი მომენტი პრესკონფერენციაზე, ყოველგვარი შეკითხვის გარეშე ერდოღანი ადგა და საუბარი დაიწყო იმაზე, რაც საქართველოში ხდება. მან თქვა, რომ კობახიძე უხსნიდა, რაც ხდებოდა. და თქვა, რომ ჩვენ, თურქეთი, როგორც ქვეყანა, დაინტერესებული ვართ, რომ ყველაფერი, რაც ახლა ხდება საქართველოში, ისე დასრულდეს, როგორც საქართველოს მოსახლეობას სურს. მათ ინტერესი აქვთ. ისინი მხარს უჭერენ უკრაინას და არა რუსეთს, რადგან მათ არ სურთ აქ საბჭოთა კავშირი, რადგან მათთვის ეს არის ეგზისტენციალური საკითხი, თუ აქ იქნება საბჭოთა კავშირი, თუ აქ იქნება სამხედრო ბაზა, ბევრი უნდა გამოყოთ თავდაცვისთვის და თუ რუსეთი გააკონტროლებს საქართველოს, ეს ნიშნავს, რომ აკონტროლებენ აზერბაიჯანს, სომხეთის გზებს, შუა აზიის გზებს“, – თქვა ზურაბ ბათიაშვილმა.