საქართველოს სახალახო დამცველის ახალქალაქის რეგიონალურ ოფისში ჯავახეთის არასამთავრობო ორგანიზაციებთან დღეს გაიმერთა შეხვედრა, სადაც ომბუდსმენის წარმომადგენლებმა წარადგინეს მათი მოქმედების ახალი მიმართულება და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს აქტიური თანამშრომლობისაკენ მოუწოდებეს.
ომბუდსმენის აპარატის რეგიონალური დეპარტამენტის წარმომადგენელმა თემურ ქორიძემ, ასევე ახალქალაქში ომბუდსმენის წარმომადგენელმა სალომე ყულჯანიშვილმა და ანდრანიკ ბაგდასარიანმა ისაუბრეს სახალხო დამცველის აპარატის ახალი მიმართულებების შესახებ, გაეცნენ ახალ პრობლემებს, რომლებსაც ადამიანთა უფლებების სფეროში ჯავახეთის მოსახლეობა და არასამთავრობო ორგანიზაციები ხვდებიან.
წარმომადგენლების თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა ომბუდსმენის რეგიონალურ ოფისებში მუშაობის მიმართულება შეცვალა, რითაც მთლიანად გადავიდა პრობლემური საკითხების გადაჭრაზე. საკითხთა შესწავლით ცენტრალური ოფისია დაკავებული, ამიტომ რეგიონალურ ოფისებს მეტი დრო გამოუყეს და ეს დრო სხვდასხვა სოფელში აქტიურ შეხვედრებს და ურთიერთკავშირებს ეთმობა.
«ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია იქნება. მყარი ურთიერთობების დამყარება საჭიროა საერთო პროექტების გახორციელებისათვის, რათა შესაძლებელი იყოს პროექტებზე ერთად მუშაობა, ერთმანეთის ინფორმირება და ერთნაირი ხედვის ჩამოყალიბება ისეთ საკითხებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ მოგვარდა. სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრები და აქტიური ვიზიტები სოფლებში მთელი ჩვენი ქვეყნისათვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს»,- განაცხადა თემურ ქორიძემ Jnews-თან ინტერვიუშ.
მისი თქმით, ვიზიტები 2019 წელს აღმოსავლეთ საქართველოს 600 სოფელში განხორციელდა. სახალხო დამცველის აპარატი წელს სოფლებში უფრო მეტი შეხვედრის ჩატარებას გეგმავს იქ, სადაც არ ყოფილან სახალხო დამცველისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლები. აღნიშნული სოფლების მოსახლეობას უნდა გააცნონ სახალხო დამცველის დანიშნულება და გაეცნონ მათ პრობლემებს.
«ჩვენ გვსურს მივაქციოთ ყურადღება ადგილობრივ ბიუჯეტს, იმას თუ რამდენად არის გათვალისწინებული სოციალურ პროექტებში გენდერის საკითხი შარშანდელსა და შარშანწინანდელ ბიუჯეტებში. როგორ არის ეს გათვალისწინებული ახლა და მომავალში, შეიცვალა თუ არა რამე. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის მონიტორინგს. გვინდა ვნახოთ გაითვალისწინეს თუ არა სახალხო დამცველის წინა რეკომენდაციები გენდეთან დაკავშირებულ ბიუჯეტირების თაობაზე. ბიუჯეტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია დავაზუსტოთ თუ რამდენად არის ჩართული მოსახლეობა ბიუჯეტის შედგენაში და რა უფლებები აქვს მას კანონის თანახმად, რადგან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები ვალდებული არიან ბიუჯეტის შედგენისას პრიორიტეტების გამოკვეთისათვის წელიწადში ორჯერ კონსულტაცია გაიარონ მოსახლეობასთან»,- ამბობს ომბუდსმენის აპარატის რეგიონალური დეპარტამენტის წამომადგენელი თემურ ქორიძე.