30 მაისს, ახალქალაქის საკრებულოში პლენარული სხდომა გაიმართა. შეხვედრის დღის წესრიგში ოთხი საკითხი განიხილებოდა.

სხდომის პირველი საკითხი ახალქალაქის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის №30 გადაწყვეტილებაში „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებებთან იყო დაკავშირებული.

მეორე საკითხი 2024 წლის პირველი კვარტლის პროგრამული ბიუჯეტის შესრულების ანგარიში და შეფასება იყო.

მესამე საკითხი ეხებოდა „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამით დაფინანსებულ სამუშაოებში შეტანილ ცვლილებებს, ხოლო მეოთხე – „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კრების რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის №2 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანას”.

შეხვედრაზე მერიაში საკადრო ცვლილებების საკითხიც განიხილეს. მერია რეგულარულად სხვადასხვა სამსახურის პოზიციებზე საპროექტო ცვლილებებს ახორციელებს. ამჯერად შესყიდვების სამსახური იყო წარმოდგენილი. მესამე კატეგორიის სპეციალისტის პოზიციის შეცვლა იყო წარდგენილი.

ასევე განიხილებოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სპეციალისტის თანამდებობის საკითხი. ამჟამად საკრებულოს მიერ დანიშნული პერსონალი გადამზადებას გადის.

„სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად სოფელ ალათუმანში ქუჩების განათება იქნა გაყვანილი, თუმცა თავდაპირველად სოფლის მცხოვრებლებმა პირუტყვისთვის სასმელი წყლის ზონის რემონტი, ინვენტარის შეძენა და სოფლის შიდა გზების კეთილმოწყობა არჩიეს.

1

საკრებულოს პლენარულ სხდომაზე მერიამ გაწეული სამუშაოს კვარტალური ანგარიში წარადგინა.

რომლის მიხედვითაც, დაგეგმილი სამუშაოების 25% შესრულებულია, როგორც შემოსავლების, ასევე ხარჯების მხრივ. არის სფეროები, სადაც ის 25%-ზე დაბალია, საუბარია ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, რადგან ამინდის პირობების გამო არ დასრულებულა და მეორე კვარტალშია გადატანილი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია მიზანშეწონილად მიიჩნევს ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას. ნაშთიდან გადარიცხული თანხა შეადგენს 1 429 473,87 ლარს.

მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების დეპარტამენტის 2024 წლის 27 მაისის № 08-1162414938 წერილის მიხედვით, 1 171 208,87 ლარი გათვალისწინებულია შემდეგზე:

სოფელ ბარალეთში კულტურის სახლისა და სპორტული მოედნის რესტავრაცია: 75 000 ლარი.

სოფელ ბურნაშეთში ფეხბურთის მოედნის რესტავრაცია: 10 6130 ლარი.

სოფელ ალათუმანში ფეხბურთის მოედნის აღდგენა: 68 372 ლარი.

სოფელ დიდ სამსარში ფეხბურთის მოედნის აღდგენა: 64 329 ლარი.

სოფელ ღადოლარში ფეხბურთის მოედნის აღდგენა: 110 777 ლარი.

სოფელ ტურცხში ფეხბურთის მოედნის აღდგენა: 73 583 ლარი.

სოფელ ბეჟანოში ფეხბურთის მოედნის აღდგენა: 94 726 ლარი.

სოფელ კიროვაკანში პატარა ფეხბურთის მოედნის აღდგენა: 5577,87 ლარი,

ახალქალაქის სპორტული სკოლის იატაკის რემონტი: 7581 ლარი

ახალქალაქის სპორტული კომპლექსის რემობტი: 502 133 ლარი.

ცვლილებები საკრებულომ დაამტკიცა.