სატრანსპორტო საშუალების მძღოლებს ძველი სახელმწიფო სანომრე ნიშნების ახლით შეცვლა 2021 წლის 31 დეკემბრამდე შეუძლიათ, – იტყობინება საქართველოს შსს-ს მომსახურების სააგენტო იტყობინება.
სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს პირადად მიმართონ ადგილობრივ სამსახურებს, ჰიგიენის ნორმების დაცვით.
ჯერჯერობით უცნობია, მომსახურების სააგენტო ახალქალაქში მუშაობას როდის განაახლებს.
უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნების მქონე მძღოლების საყურადღებოდ
2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან საქართველოს შსს-ს მომსახურების სააგენტომ ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის ევროპული სტანდარტების შესაბამისად სანომრე ნიშნების გაცემა ახალი დიზაინით დაიწყო.
სანომრე ნიშნის ზედა მარცხენა კუთხეში – საქართველოს სახელმწიფო დროშა, ქვედა მარცხენა კუთხეში – ქვეყნის საიდენტიფიკაციო კოდი (GE). სანომრე ნიშნის დაცვისთვის გამოყენებულია ანტიფროდი – სახელმწიფო გერბის ჰოლოგრამა, ის მარჯვენა მხარეს მდებარეობს. ევროპული სტანდარტების შესაბამისობაში ასევე გამოიყენება დაცვის სხვა მექანიზმები. შეიცვალა ციფრების და ლათინური ასოების თანმიმდევრობა: ცენტრში სამი ციფრია, რიცხვების მარჯვენა და მარცხენა მხარეს ორ-ორი ასო მდებარეობს.