დღესდღეობით ძაღლების თავდასხმის სამი შემთხვევა – 11 ივლისს, 10 ივლისს, მე-5 საჯარო სკოლის ეზოში ძაღლების ჯგუფის თავდასხმა დაფიქსირდა. ცხოველების თავდასხმის შედეგად დაშავებულებმა საჭირო ვაქცინა საავადმყოფოში მიიღეს, მათი მდგომარეობა ნორმალურია.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 2023 წლის 7 თვის განმავლობაში 74 ნაკბენი დაფიქსირდა, რაც 2023 წელთან შედარებით მხოლოდ 10-ით არის ნაკლები.
უსახლკარო ცხოველების პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე რთული და გადაუჭრელია არა მხოლოდ ახალქალაქში, არამედ მთელ საქართველოში. და მიუხედავად იმისა, რომ მაწანწალა ძაღლების პრობლემა არ წყდება, რაზეც ქვეყნის ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, მოსახლეობას უწევს ძაღლების თავდასხმისთვის გადახდა, ცოფის საწინააღმდეგო აცრა ყველასთვის უფასო არ არის.
„ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებული ყველაფერი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ უსასყიდლოდ გადადის ახალქალაქის საავადმყოფოში, ჩამოგვაქვს თბილისიდან, როგორც ვიცი, საავადმყოფოში იღებენ ფულს პაციენტებისგან (25 ლარი) მომსახურებისთვის. ჩვენ ვეცადეთ, რომ ეს აცრა სრულიად უფასო ყოფილიყო, რადგან ვაქცინას ჩვენ თვითონ ვაძლევთ, მაგრამ არ გამოგვივიდა ვაქცინაციის ყველასთვის უფასო გაგვეხადა“, – ამბობს ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი სირანუშ ტონაკანიანი.
ფასიანი თუ უფასო დამოკიდებულია იმაზე, არის თუ არა მკვიდრი, რომელსაც ძაღლები თავს დაესხნენ და უკბინეს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებში.
„მაწანწალა ცხოველების თავდასხმების რაოდენობა არ არის დათვლილი, დღეში 3-4 შემთხვევაა. ყოველ დღე. კვირაში 20 შემთხვევა. ჩვენთან მოდიან სხვადასხვა სახის დაზიანებებით, ჭრილობებით, დიდი ჭრილობებით, მრავლობითი ნაკბენებით, საშიში ჭრილობებით – სახე, ხელები, ფეხები. გუშინ ერთ-ერთი სკოლის ეზოში ქალს თავს დაესხნენ, რომელმაც მიიღო დაზიანებები, რამდენიმე ძაღლმა უკბინა… აცრების საკითხში არაფერი შეცვლილა, რაც ფასიანი იყო დარჩა ფასიანი, რაც უფასო იყო ისევ უფასოა.არის სხვადასხვა პაკეტი (სადაზღვევო). მათთვის ვინც შედის სახელმწიფო პროგრამებში ვაქცინაცია უფასოა. ვინც არა- ფასიანია. ეს არის სახელმწიფოს გადაწყვეტილება, ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანება. გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერავინ მიიღებს“, – ამბობს ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორი ალექსან თოროიანი.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტი მაწანწალა ძაღლების დაჭერის, სტერილიზაციისა და დაჭერისთვის თანხებს გამოყოფს, რისთვისაც 158 456 ლარი დაიხარჯა. უამრავი კანონი იქნა მიღებული ცხოველების დაცვისათვის და მფლობელების დაჯარიმებისთვის. თუმცა, არცერთი ეს მეთოდი არ არის ეფექტური და არ მუშაობს მაწანწალა ძაღლების, ან მათ მიერ თავდასხმის ქვეშ მყოფი ადამიანების ინტერესებისთვის.