7 წლის გოგონა, რომელსაც სოფელ სულდაში სატვირთო მანქანა დილის 10:00 საათზე დაეჯახა, ახალქალაქის საავადმყოფოში იმყოფება და რეანომობილს ელოდება, რათა თბილისში ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანონ.

ახალქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში ბავშვს მუდმივი გამოკვლევები უტარდება. მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ არა კრიტიკული.

დღეს, 11 ივნისს, დაახლოებით 10:00 საათზე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის  სოფელ სულდაში საერთაშორისო ტვირთის გადამზიდავი სატვირთო 7 წლის გოგონას დაეჯახა. ბავშვი მშობლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისინი წუთი წუთზე ელოდებიან სასწრაფოს მოსვლას. პირველადი დახმარება ადგილობრივ საავადმყოფოში აღმოუჩინეს, თუმცა სპეციალიზებული მკურნალობისთვის აუცილებელია ბავშვის თბილისში გადაყვანა.

სატვირთო მანქანის მძღოლი ადგილობრივმა პოლიციამ მაშინვე დააკავა, ავტომობილი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.

სოფელ სულდაში ბავშვს სატვირთო დაეჯახა

დღევანდელი შემთხვევის შედეგად სულდაში სიჩქარის შემზღუდავები დამონტაჟდება