ახალქალაქის მუნიციპალიტეტი სამოქალაქო ბიუჯეტირების პროცესშია.
ახალქალაქის მოსახლეობას ხმის მიცემის ეტაპამდე მისული ორიდან ერთ-ერთი პროექტის არჩევა მოუწევს. შერჩეული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება. Jnews-მა ახალქალაქში წინასწარი კვლევა ჩაატარა, რათა გაერკვია, იციან თუ არა ქალაქში სამოქალაქო ბიუჯეტის
რების შესახებ და, რომელ პროექტს ანიჭებს უპირატესობას მოსახლეობა.
ორგანიზაციების HEKS-EPER-ისა და სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი ცენტრის (SCCSF) დახმარებით, მუნიციპალიტეტში პირველად, მოქალაქეებმა მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობა მიიღეს. პროექტის ფარგლებში ახალქალაქელებს შეეძლოთ მერიისთვის შეეთავაზებინათ იდეა, რომლის განხორციელება მუნიციპალიტეტს 30 000 ლარამდე დაუჯდებოდა. მერიამ მიიღო 4 იდეა – სადამკვირვებლო მოედანი ახალქალაქის შესასვლელთან, მდინარე ფარავნის მიმდებარედ სანაპირო, საათი და ინტერაქტიული ბილბორდი. სპეციალური კომისიის თავდაპირველი შერჩევის შედეგად ორი პროექტი გაუქმდა და დარჩა საათისა და ბილბორდის პროექტები.
რეგლამენტის მიხედვით, ოქტომბრის ბოლოს უნდა ჩატარდეს კენჭისყრა, რომელზეც ახალქალაქის მოსახლეობა შეარჩევს პროექტს, რომლის განხორციელებაც სურთ. როგორც ადრე ახალქალაქის მერიიდან გვაცნობეს, კენჭისყრა დაგეგმილია ონლაინ, მერიის Facebook გვერდზე. თუმცა, ამ დრომდე არ ყოფილა მერიის მხრიდან პროექტის საინფორმაციო მასალა (არცერთ პორტალზე ჯერ არ არის ინფორმაცია პროექტის დაწყების შესახებ, არც მისი მიმდინარეობის შესახებ და არც პირველადი შედეგების შესახებ).
Jnews-მა გადაწყვიტა ახალქალაქელებისგან გაეგო, რას აირჩევდნენ – საათს თუ ბილბორდს.
ჩვენ “ხას ბახჩას” პარკში შემთხვევით გამვლელებს შორის ჩავატარეთ გამოკითხვა. გამოკითხვაში სულ 30-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
აღვნიშნავთ, რომ 30-ვე რესპონდენტმა არ იცოდა ამ პროგრამის შესახებ და პირველად გაიგო ახალქალაქში ბიუჯეტირებაში მოქალაქეების მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ. რესპონდენტთა უმრავლესობამ აირჩია ინტერაქტიული ბილბორდი (17), დანარჩენმა (13) დაასახელა საათი. რესპონდენტთა მთავარი კითხვა იყო: “რა იქნება ნაჩვენები ეკრანზე?” ეს იყო გადამწყვეტი ფაქტორი არჩევანში:
წარმოგიდგენთ რესპონდენტების ზოგიერთ პასუხს:
“არ ვიცი რას აჩვენებენ ეკრანზე, ამიტომ საათი”,
“ჩვენთან არაფერია საჩვენებელი”,
“თუ ბილბორდზე არ იქნება რეკლამა, მაშინ ბილბორდს ავირჩევ”, – ასეთი იყო ზოგიერთი რესპონდენტის პასუხი.
ეკრანის “მომხრეების” არგუმენტი ის იყო, რომ ეს არის თანამედროვე, უჩვეულო.
“ყველას აქვს საათი, ამიტომ ეკრანი იყოს”,
პასუხებში ასევე გაჟღერდა შეთავაზებებიც:
“შეიძლება სპორტული ღონისძიებების, ფეხბურთის ჩვენება, ეს საინტერესო იქნება”, – ამბობდა მოსახლეობა.
პროექტს ორგანიზაცია „HEKS-EPER Georgia“ ახორციელებს სამცხე-ჯავახეთში პარტნიორის, ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი ცენტრის (SCCSF) მხარდაჭერით.
სამცხე-ჯავახეთში პროექტი ხორციელდება სამ მუნიციპალიტეტში: ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ახალციხეში.
სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელების მთავარი მიზანი მოსახლეობის საქალაქო თუ რეგიონული მართვის პროცესებში ჩართვაა. ეს საშუალებას აძლევს მოქალაქეებს თავად გადაწყვიტონ, როგორ გამოიყენონ და გაანაწილონ ადგილობრივი ბიუჯეტის ფული.
ახალქალაქში სამოქალაქო ბიუჯეტირება განიხილეს
რა იდეები აქვთ ახალქალაქელებს ქალაქის განვითარებისთვის ?
ახალქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით მოქალაქეთა ზოგიერთი იდეა ამოვარდა