ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში ქალაქის განვითარებისთვის მოქალაქეების 4 იდეა წარუდგინეს. სპეციალურმა კომისიამ სხდომაზე ორი იდეა გააუქმა, კომისიის მიერ „შერჩეული“ დანარჩენი ორი იდეა მოსახლეობის კენჭისყრაზე იქნება გატანილი, გამარჯვებუულის იდეა კი 2024 წლის ბიუჯეტით დაფინანსდება. ჯერჯერობით უცნობია, როგორ იქნება მოქალაქეების ხმის მიცემა, თუმცა, სავარაუდოდ, მერიის სოციალური ქსელების მეშვეობით ელექტორნულად ჩატარდება.
მიმდინარე წლის აგვისტოდან ახალქალაქში განხორციელდა პროექტი „საზოგადოების შესაძლებლობების გაფართოება სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულფასოვანი მონაწილეობისთვის“, რომლის ფარგლებშიც უბრალო მოქალაქეებს მიეცათ საშუალება მონაწილეობა მიეღოთ მუნიციპალური ბიუჯეტირების პროცესში.
პროექტის მიხედვით, ქალაქ ახალქალაქში რეგისტრირებულ და/ან რეალურად მცხოვრებ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეძლო შეეთავაზებინა იდეა, რომელიც მიმართული იქნებოდა მუნიციპალიტეტის საერთო კეთილმოწყობის განვითარებაზე. ინიციატივების ბიუჯეტი არ უნდა ყოფილიყო 30 000 ლარზე მეტი.
Jnews-ი თანმიმდევრულად აკვირდებოდა პროექტის განხორციელების პროცესს. აღვნიშნავთ, რომ ინიციატივის მიზანია არა იმდენად პროექტების განხორციელება, რამდენადაც ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის დამყარება და სამოქალაქო მონაწილეობა. თუმცა, ასეთი კომუნიკაცია ჯერ არ მომხდარა პროექტის რეალიზაციის არცერთ ეტაპზე. პროექტი თავიდანვე ახალქალაქის ვებგვერდზე და ადგილობრივი თვითმმართველობების სოციალურ ქსელებში არ გამოცხადებულა, ანუ მოქალაქეებს არ ჰქონდათ პროექტის შესახებ გაგების შესაძლებლობა. გარდა ამისა, HEKS-EPER-ისა და სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების მხარდაჭერის ცენტრის (SCCSF) წარმომადგენლებთან პოტენციური იდეების საჯარო განხილვისას, შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ასევე არ გავრცელებულა მოსახლეობაში, ამიტომ მას ძირითადად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის შემდეგ განაცხადების მიღების ბოლო ვადად 21 აგვისტო განისაზღვრა, თუმცა განაცხადი გაგრძელდა ზუსტი თარიღის ან სხვა რამის გარეშე.
Jnews-მა მოახერხა დაედგინა, რომ მერიაში საბოლოოდ შეტანილი იყო 4 ინიციატოვა:
სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში პროექტის კოორდინატორის, ოლგა ენდელაძის თქმით, რეგლამენტის მიხედვით, ჯერ კომისიის მიერ უნდა მომხდარიყო ინიციატივების განხილვა, რომელზედაც შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ იმ პროექტების აღმოფხვრა, რომლებიც ტექნიკურად არ იყო შესაფერისი. სხვა შემთხვევაში (თუ პროექტი აკმაყოფილებს სამართლებრივ და ტექნიკურ კრიტერიუმებს, მაგრამ არის მცირე ხარვეზები), კომისიის წარმომადგენლები უნდა დაუკავშირდნენ ავტორს, შეიტანონ კორექტირება პროექტში და წარუდგინონ ის საზოგადოებას კენჭისყრაზე.
ახალქალაქის მერის მოადგილის მკრტიჩ მღდესიანის თქმით, მომდევნო განხილვისთვის 2 პროექტი „შეირჩა“.
„1 ოქტომბერს ჩავატარეთ შეხვედრა, უნდა დაიწეროს ოქმი, შემდეგ დავდებთ საიტზე, პროცესი დღეს ან ხვალ დასრულდება . 2 პროექტია შერჩეული, ხალხმა უნდა მისცეს ხმა. ალბათ ელექტრონული კენჭისყრა ჩატარდება“, – თქვა მღდესიანმა.
როგორც Jnews-მა გაარკვია, შემდგომი განხილვისთვის „შერჩეული“ 2 იდეა შემდეგია:
როგორც ოლგა ენდელაძე აღნიშნავს, კომისიის სხდომის შემდეგ, მერიის წარმომადგენლები ვალდებულნი იყვნენ ოფიციალური პასუხი გაეცათ პროექტის ავტორებისთვის, მაგრამ ამ დროისთვის მინიმუმ 2 ავტორს, ერთი უარყოფილილის, მეორე კი მიღებული პროექტის ავტორს, პასუხი არ მიუღიათ.
ოლგას თქმით, რეგლამენტის მიხედვით, კენჭისყრა ოქტომბრის ბოლოს იგეგმება.
აღვნიშმავთ, რომ პროექტისა და წარმოდგენილი ინიციატივების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი ადგილობრივი თვითმმართველობის არც ერთ საინფორმაციო რესურსზე. Jnews-ი ახალქალაქში სამოქალაქო ბიუჯეტის უპრეცედენტო დაფინანსების პროცესს აკვირდება.