ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშში ახალი გზის მშენებლობა დაიწყო, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ქვეშ გაივლის. სოფელ დადეშის მოსახლეობა შეშფოთებულია, ისინი ფიქრობენ, რომ გზა მათ გადაადგილებას შეუზღუდავს. ისინი დათანხმდნენ მშენებლობას, მაგრამ ამბობენ, რომ არ ისარგებლებენ ახალი გზით, თუ ის ყველა ნორმას არ დააკმაყოფილებს.
სოფელ დადეშის საავტომობილო გზაზე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა გადის, რომლის გამოყენებაც რკინიგზის სრული დატვირთვით მუშაობის დაწყების შემდეგ შეუძლებელი იქნება. უკვე მრავალი წელია სოფელ დადეშის მცხოვრებლებსა და “მარაბდა-ახალქალაქის რკინიგზის” კომპანიას შორის დავა მიმდინარეობს. რკინიგზამ სოფლის გზისთვის კიდევ ერთი ადგილი გამოყო, რაც მოსახლეობას არ მოსწონს. გზამ რკინიგზის ქვეშ უნდა გაიაროს და ამჟამინდელი გზიდან დაახლოებით 200 მეტრში მდებარეობს.
რამდენიმე წლის წინ სოფელ დადეშის მოსახლეობამ ახალი გზის მშენებლობის უფლება არ მისცა. მიმდინარე წლის გაზაფხულზე, მოსახლეობასთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ახალი გზის მშენებლობა დაიწყო.
,,რატომ კეტავენ ჩვენს გზას, შლაგბაი დააყენონ და რკინიგზის გავლით ვიმოძრავებთ. ზამთარში იქიდან (ახალ გზაზე) გადაადგილება შეუძლებელი იქნება, თოვლით დაიფარება. ხიდის ქვემოდან მოძრაობა მანქანებისთვის მომგებიანი არ არის, ვეუბნებით, მაგრამ ჩვენი არ ესმით”,- თქვა სოფელ დადეშის მცხოვრებმა
თუმცა, მოსახლეობის თქმით, პრობლემა მხოლოდ ზამთარი და თოვლი არ არის.
„ზაფხულში სოფლის მოსახლეობა ამ გზაზე თივით დატვირთული მანქანებით გავლას ვერ შეძლებს. სიმაღლე სულ რაღაც 4 მ გააკეთეს, რაც ძალიან დაბალია, დატვირთული მანქანები და კომბაინები ამ გზაზე ვერ იმოძრავებენ. ჩვენ ვუთხარით, რომ თქვენი გზა არ აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს, ვინ აქცევს ყურადღებას ჩვენს მოსაზრებას, შარშან მოვიდნენ და დაგვპირდნენ, რომ ფართო, მაღალ გზას ააშენებენ. მოსახლეობა უთმობდა, ხოლო ისინი აკეთებენ ისე როგორც მათ სურთ”,- ამბობს აშიტ დურგანიანი.
რკინიგზა გადის აშოტ დურგანიანის მინდორზე და იმისთვის, რომ მინდვრის მეორე ნახევარში იმუშაოს, მან 2 კმ უნდა გაიაროს.
წელს კომპანიამ ასევე დაიწყო საქონლის გასარეკი ადგილის მშენებლობა, რომელიც ასევე არ აკმაყოფილებს მოსახლეობის საჭიროებებს, როგორც მოსახლეობა განმარტავს.
„გუშინ სოფელში მწყემსი ვიყავი, პირუტყვი რკინიგზას რომ კვეთდა, ვიტანჯებოდი, საქონლის ნახევარი რკინიგზის ქვემოდან გადის, ნახევარი ლიანდაგზე, მწყემსს დახმარება სჭირდება, მარტო სიტუაციას ვერ აკონტროლებს“, – თქვა ჰამაიაკ სიმონიანმა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ როდესაც ისინი ჩივიან ან პროტესტს აცხადებენ, კომპანიის თანამშრომლები იმუქრებიან, რომ პოლიციას გამოიძახებენ.
სოფელ დადეშის მერის წარმომადგენელმა, ედგარ თოვმასიანმა თქვა, რომ სოფელში ახალი გზის მშენებლობაზე მოსამზადებელი სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყო და სანამ არ ააშენებენ გზას, რომელიც ყველა სტანდარტს დააკმაყოფილებს, ისინი ძველ გზაზე იმოძრავებენ, რკინიგზის ლიანდაგზე.
„მიმდინარეობს მიწის სამუშაოები, მიწა გაიტანწს, ღობეები მოხსნეს, რომლებიც ჩვენს გზაზე იყო, დამცავი ფარების ადგილები დამონტაჟდა. შლაგბაუმის დამონტაჟებაზე ვერ შევთანხმდით. ამბობენ, პროექტის მიხედვით, კარწახიდან სოფელ ყულალისამდე არ არის რკინიგზის ლიანდაგზე გადასასვლელი, გზა ან ლიანდაგის ქვემოდან გადის ან ხიდის ზემოდან. დაგვპირდნენ, სანამ კარგ გზას არ გაგვიკეთებენ, ძველს არ დაკეტავენ, რომლითაც ამჟამად ვსარგებლობთ. გზა ისე უნდა აშენდეს, რომ ზამთარში თოვლით არ დაიფაროს. მათგან საბოლოო ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს, მაგრამ გაზაფხულის დადგომასთან ერთად ტექნიკა მუშაობს“, – თქვა ედგარ თოვმასიანმა.
ამ თემაზე წაიკითხეთ: