1 ივლისიდან საქართველოს ხელისუფლების ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისათვის აეროგადაღება შესაძლოა უფასო გახდეს.
ამჟამად, აეროგადაღების გარდა, რეგისტრაციის მთლიანი პროცედურა არის უფასო. თუმცა, როგორც იუსტიციის სახლიდან შეგვატყობინეს, მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია სულ მალე შესაძლოა, მთლიანად უფასო გახდეს.
«ამჟამად აეროგადაღება ფასიანია. თუმცა, ინსტრუქციებს ველოდებით, შეიძლება, 1 ივლისიდან აერგადაღებაც გახდეს უფასო»,- იუსტიციის სახლიდან შეატყობინეს Jnews-ს.
2020 წლის 1 იანვრიდან მიწის დარეგისტრირების კანონში ახალი რეგულაცია მოქმედებს, რომლის თანახმადაც, დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაშიც კი, შესაძლებელი გახდა მიწის ნაკვეთების დარეგისტრირება. თუმცა, მერიამ მიწის ნაკვეთის წინასწარი იდენტიფიცირება უნდა მოახდინოს.
თუკი ადამიანს მიწის დარეგისტრირება სურს, მაგრამ არ გააჩნია დოკუმენტები, მას მიწის აეროგადაღბა სჭირდება და სახელმწიფო რეესტრში უნდა მივიდეს. ამის შემდეგ, რეესტრი არქივიდან დოკუმენტების შეგროვებას დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ მიწის რეგისტრირების გამარტივებული პროცედურა 2016 წლის 1 აგვისტოს აამუშავა. ეს პროცესი რამდენიმეჯერ გახანგრძლივდა, რადგან ბევრი დაურეგისტრირებელი მიწა იყო დარჩენილი. «მიწის რეგისტრაციის» შესახებ კანონში რამდენჯერმე იყო შეტანილი ცვლილებები და რამდენჯერმე განახლდა აქციები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლების სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში ფერმერებს, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოშია დარეგისტრირებული და ვინც 0,25-დან 10 ჰა-მდე მიწას ფლობენ, შეუძლიათ სახელმწიფო სუბსიდიებით სარგებლობა.
ვისაც მიწა ჯერ არ აქვს დარეგისტრირებული, ასევე შეუძლიათ სახელწმიფო სუბსიდიებით სარგებლობა, თუმცა მათ პროგრამაში მონაწილეობაზე განაცხადის შევსება მიწის რეგისტრიციიდან მხოლოდ ერთ თვეში შეუძლიათ.
სოფლის განვითარების პროგრამა ფერმერული მეურნეობების განვითარებაზეა მიმართული, რომლებიც დარეგისტრირებულ მიწას ფლობენ. ზუსტადაც, მიწის რეგისტრაცია ხდება დახმარების გაწევის ძირითადი ფაქტორი.
მიწის რეგისტრაცია დოკუმენტების გარეშეც შესაძლებელია