ახალქალაქის №1 საჯარო სკოლაში 23 მაისს, ბოლო ზარი დაირეკა. სკოლას 40 მოსწავლე ამთავრებს.
23 მაისს, №1 საჯარო სკოლის (თუმანიანის სახ.) მეთორმეტე კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. მიუხედავად უამინდობისა, სკოლის ეზო ხალხით იყო სავსე. მასწავლებლები, მშობლები და ნათესავები შეიკრიბნენ თავიანთი შვილების ზრდასრულ ცხოვრებაში გასაცილებლად.
მეთორმეტე კლასელები საზეიმოდ და ამაყად გამოვიდნენ ეზოში კლასის დამრიგებლებთან გაიანე ბარსეღიანთან და სილვა ზადოიანთან ერთად.
№1 სკოლის დირექტორმა რუზანა ტეპოიანმა მეთორმეტე კლასელებს წარმატებები უსურვა.
„მასწავლებლების და სკოლის ხელმძღვანელობის სახელით მივესალმები და ვულოცავ წლევანდელ კურსდამთავრებულებს. დღეს 40 კურსდამთავრებული ამთავრებს სკოლას, მაგრამ ერთი კურსდამთავრებული, შირინიან რიმა, დღეს ჩვენთან არ არის, ის FLEX-ის პროგრამით ამერიკაში სწავლობს და ივნისში ჩამოვა. თქვენ სკოლის გვირგვინი იყავით, 12 წლის განმავლობაში გვახარებდით თქვენი კარგი აკადემიური მოსწრებით, ასევე ადამიანობით. ვამაყობთ თქვენით, იმსახურებთ ამ სიტყვებს “, – თქვა №1 სკოლის დირექტორმა რუზანნა ტეპოიანმა.
დირექტორის მოადგილემ ანაიდა კარაპეტიანმა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა და სკოლის მასწავლებელმა სედა მელქუმიანმა კურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვეს და სამადლობელო სიტყვები წარმოთქვეს.
კურსდამთავრებულებმა, თავის მხრივ, ასევე მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებს და სკოლის დირექციას და ყვავილები გადასცეს. სკოლის მოსწავლეებმა აღნიშნული ღონისძიებისთვის სიმღერა და ცეკვა მოამზადეს.
№1 საჯარო სკოლაში (თუმანიანის სახ.) ოქროს მედლის 7 და ვერცხლის მედლის 6 კანდიდატია.