დღეს, 29 აგვისტოს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, კრებამ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა.

დღეს დილით, 10:30 საათზე, ბიუროს სხდომა გაიმართა, 11:00 საათზე კი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რის შედეგადაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებები დამტკიცდა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მონაცემებით, 20 ტენდერიდან დაზოგეს 231 093 ლარი, ხოლო გარდამავალი ნაშთიდან 427 039 ლარი, რის შედეგადაც დაზოგილმა თანხამ 659 032 ლარი შეადგინა.

აქედან 482 527 ლარი გამოიყოფა დამატებითი თანხების გამოყოფას სხვა პროექტებზე, რომელთა ნაწილი უკვე განხორციელებულია, მათ შორის:

• სოფელ ვაჩიანში გზის განათება: 54 731 ლარი, ასევე ქალაქ ახალქალაქში: 189 825 ლარი.

• სოფელ ორჯაში სპორტული დარბაზის მშენებლობა (დამატებითი თანხა): 25 000 ლარი.

• ხულგუმო-კულიკამის გზის აღდგენა (დამატებითი თანხა): 32 500 ლარი,

• ალათუმან-ბეჟანოს გზის აღდგენა (ბორჯომის მუნიციპალიტეტის საზღვრამდე), მეორე ეტაპი (დამატებითი თანხა): 25000 ლარი,

• ასევე სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში და ქალაქ ახალქალაქში.

გარდა ამისა, 97 185 ლარი დაიხარჯება.

  • “ჯივანის პარკის” აღდგენისთვის დამატებითი ფინანსები. დამატებითი თანხა შეადგენს სამუშაოს საწყისი ღირებულების 5.321%-ს (30814 ლარი). როგორც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა განმარტეს, კანონის მიხედვით მათ აქვთ 10 პროცენტით გაზრდის უფლება, ხოლო თუ რატომ გაიზარდა მოცემული თანხა, სხდომაზე პასუხი არ გამოცხადდა

2022 წელს პარკის კეთილმოწყობისთვის 639 232 ლარი გამოიყო. სამუშაოების შესრულების ელექტრონულ ტენდერში 580 000 ლარის ოდენობით „კ-კომპანიამ“ გაიმარჯვა. მთლიანი ხარჯების 82,2% სახელმწიფოს შენატანია, 17,8% კი ადგილობრივი ბიუჯეტი. პარკის კეთილმოწყობა ორ ეტაპად მიმდინარეობს. 2022 წელს სამუშაოები დასრულდა 525 486 ლარის ოდენობით, ხოლო 2023 წელს – 113 746 ლარი.

  • სოფელ მარტუნში მდინარე ფარვანაზე ხიდის რეაბილიტაციისატვის დამატებითი თანხა. საჭირო თანხა 66 371 ლარია. მარტუნში ხიდის შესაკეთებლად ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა 730 850 ლარი გამოყო.

ახალქალაქის დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტმა ასევე მოითხოვა დამატებითი თანხა 37 000 ლარის „ცნობილი ჯგუფებისა და დიჯეის“ მოსაწვევად, „ფეიერვერკები, განათება, ხმა და ა.შ“. ქალაქის დღისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან წინასწარ 35 000 ლარი გამოიყო.

ცვლილების შემდეგ, გარდამავალი ნაშთი 157 876,96 ლარი იქნება.