დღეს, 15 სექტემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში პირველი ზარი დაირეკა. წელს ახალქალაქის მთელ მუნიციპალიტეტში 680 პირველკლასელი მივიდა სკოლაში.

დღეს სკოლაში სადღესასწაულოდ ჩაცმული ბიჭები და გოგონები მშობლებისა და ბებია-ბაბუების თანხლებით წავიდნენ. ყველა სკოლაში გამართა სადღესასწაულო მიღება მოსწავლეებისთვის, სამახსოვრო ღონისძიებები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ემახსოვრებათ – ცეკვები, ლექსები, სიმღერები.

ქალაქ ახალქალაქის 5 სკოლაში 10 პირველი კლასი გაიხსნა.

N1 საჯარო სკოლაში 1 პირველი კლასში 24 მოსწავლე შევიდა.

tumanyan1

N2 საჯარო სკოლაში 4 პირველი კლასი გაიხსნება, პირველკლასელთა რაოდენობა 97-ია.

rusac2

ილია ჭავჭავაძის N3 საჯარო სკოლა პირველ კლასს 25 მოსწავლით გახსნის.

vrac

N4 საჯარო სკოლაში 3 პირველი კლასი გაიხსნება 57 მოსწავლით.

demirchyan

N5 საჯარო სკოლაშიც გაიხსნება პირველი კლასი 15 პირველკლასელით.

internat

სამ სკოლაში დღეს სკოლის პირველი ზარი არ დაირეკა.

სოფელ აბულის საჯარო სკოლას 6 პირველკლასელი ჰყავს, აგანას სკოლას – 7, აზავრეთის სკოლას – 13, აზმანას სკოლას – 1, ალასტანის სკოლას – 9, ალათუმანის სკოლას – 5, არაგვას სკოლას – 9, ბავრას სკოლა – 9, ბარალეთის N1 საჯარო სკოლას – 5, N2 სკოლას – 3, ბეჟანოს სკოლას – 9, ბუღაშენის სკოლას – 11, ბურნაშეთის სკოლას – 4, ვარევანის სკოლას – 6, ვაჩიანის სკოლას – 26, გოგაშენის სკოლას – 2, გომანის სკოლას – 7, კუმურდოს სკოლას – 28, დადეშის სკოლას – 11, დილისკის N1 სკოლას – 12, სკოლა N2 – 11, ზაკის სკოლა – 5, იხტილას სკოლა – 14, კარწახის სკოლა – 15, კარტიკამის სკოლა – 21, კორხის სკოლა – 9, კაჯოს სკოლა – 9, კიროვაკანის სკოლა – 4, კოთელიას სკოლა – 2, კულიკამის სკოლა – 7, ლომატურცხის სკოლა – 1, მაჯადიას სკოლა – 6, მერენიას სკოლა – 8, ორჯას სკოლა – 15, ოლავერდის სკოლა – 16, ოკამის სკოლა N1 – 6, სკოლა N2 – 4, დიდი სამსარის სკოლა – 9, პატარა სამსარის სკოლა – 5, სულდას სკოლა – 10, ტურცხის სკოლა – 7, ხანდოს სკოლა – 20, ხავეთის სკოლა – 8, ხულგუმოს სკოლა – 9, ხორენიას სკოლა – 10, ჩუნჩხას სკოლა – 2,ბალხოს სკოლა – 8, ბოზალის სკოლა – 8, ბუზავეთის სკოლა – 3, ღადოს სკოლა – 6, ქარცეფის სკოლა. – 2, კოკიოს სკოლა – 5, მარტუნის სკოლა – 3, მოდეგამის სკოლა – 1, მიასნიკიანის სკოლა – 1, მურჯახეთის სკოლა – 4, პტენის სკოლა – 5.

პირველკლასელები წლეულს არ ჰყავს სოფლების: აფნიას, თახჩას და ჩამდურას საჯარო სკოლებს.

tumanyan

rusac3