დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში, ქალაქი ახალქალაქის დასავლეთი, 2 კილომეტრში, სოფელი დილისკაში მიწისძვრა მოხდა.
ცენტრის ინფორმაციით, 3.1 (ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა თბილისის დროით 17:55 საათზე დაფიქსირდა.
სოფელ დილისკას რწმუნებულმა JNEWS-ს განუცხადა, რომ ხალხმა მიწისძვრა იგრძნო და სახლები მაშინვე დატოვეს.
”ეს ძალიან ხანმოკლე გაგრძელდა, ბევრს სახლიდანაც კი არ გავიდა, ხალხი ცოტათი შეშფოთებული იყო”, – თქვა ოგანეს გაბრიელიანმა.
საქართველო საშუალო სეისმური აქტივობის ქვეყანაა. ბოლო დროს მიწისძვრები რეგულარულად ხდება დმანისის რაიონში, ასევე ნინოწმინდის რაიონის სოფელ სამების მიმდებარე ტერიტორიაზე.