19 მაისს, ახალქალაქში ოსმალეთის იმპერიაში ბერძენთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნა გაიხსენეს და პატივი მიაგეს. 19 მაისს ბერძენი ხალხი თავისი ისტორიის ტრაგიკული ფურცლის წლისთავს აღნიშნავს.
ამ დღეს ბერძნები თავიანთ თანამემამულეების სიკვდილს გლოვობენ, რომლებიც 1916-1923 წლებში თურქ-ოსმალებმა სასტიკად გაანადგურეს.
ახალქალაქის სურბ ხაჩის ეკლესიაში დამონტაჟებულ ქვაჯვართან სამცხე-ჯავახეთისა და წალკის ვარდაპეტმა ტერ ნშან ჰამაიაკიანმა გენოციდის უდანაშაულო მსხვერპლთა სულების ხსოვნის მემორიალური ლიტურგია აღავლინა.
ახალქალაქში ბერძნებმა, სომხებმა და ქართველებმა ქვაჯვართან ყვავილები მიიტანეს. შემდეგ დამსწრეებმა ტაძარში სანთლები დაანთეს და უფალს ლოცვა შესწირეს.
ბერძნები მცირე აზიის ჩრდილოეთ (პონტო) და დასავლეთ (ანატოლია) რეგიონებში, ასევე კაპადოკიის პროვინციაში მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენენ. ისევე როგორც სომხები, ამ ტერიტორიების ძირძველი მცხოვრებლები, ბერძნები არ დაემორჩილნენ ისლამიზაციას და „თურქიზაციას“. თურქეთის მთავრობას სერიოზულად ეშინოდა ანატოლიის და პონტოს თურქული მმართველობიდან გამოყოფის, როგორც ეს უკვე მოხდა საბერძნეთთან, სერბეთთან და ბულგარეთთან; უფრო მეტიც, თურქეთის ბერძენ სუბიექტებს შორის (განსაკუთრებით პონტიელებს) იყო ბევრი მაღალგანათლებული ინტელექტუალი და წარმატებული მეწარმე, რომლებმაც მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავეს საზოგადოებაში და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს თურქეთის ეკონომიკაზე.
ამიტომ, ბერძნული ელემენტის აღმოსაფხვრელად თურქეთმა „გადამწყვეტი ზომები“ მიიღო, რომელიც 1908 წლის შემდეგ გაცოცხლდა, როდესაც ხელისუფლებაში „ახალგაზრდა თურქების“ პარტია მოვიდა, გამოაცხადა ლოზუნგი „თურქეთი – თურქებისთვის!“ 1911 წლის სექტემბერში ღიად განიხილებოდა თურქეთის ეთნიკური (განსაკუთრებით ქრისტიანული) უმცირესობების განადგურების საკითხი, რომელშიც პირველ რიგში შედიოდნენ ბერძნები და სომხები.
ბერძენთა გენოციდის მსხვერპლთა რიცხვი, სხვადასხვა შეფასებით, 350 ათასიდან 1,2 მილიონ ადამიანამდე აღწევს.
1994 წლის 24 თებერვალს საბერძნეთის პარლამენტმა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც 19 მაისი ითვლება მცირე აზიელი ბერძნების გენოციდის ხსოვნის დღედ.
პონტოელების გენოციდი ამჟამად ოფიციალურად არის აღიარებული მხოლოდ საბერძნეთის, კვიპროსის, სომხეთის, შვედეთის, ამერიკის 7 შტატისა და ავსტრალიის შტატის ახალი უელსის მიერ.