ყოფილ №1 სამხედრო ქალაქში საბოლოოდ გამოეყო საცხოვრებელი ნაწილი სამხედრო ნაწილისგან. აშენდა ახალი გზა და ქალაქის მცხოვრებთა გადაადგილებისთვის, სამხედრო ქალაქის ძველი შესასვლელი დაკეტილია. ეს მხოლოდ სამხედროებისთვის არის.

ახალქალაქის ყოფილი №62 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საბაზისო სამხედრო მომზადების ცენტრი 2019 წელს გახსნა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ რამდენიმე წლის წინ შემოღობა ყველა სამხედრო ბანაკი და ქალაქის საცხოვრებელი ნაწილი სამხედრო ნაწილისგან გამოყო. ქალაქის მთავარი შესასვლელი სამხედრო ნაწილში დარჩა, მაგრამ სანამ მოსახლეობისთვის ახალი გზა აშენდებოდა, ძველი შესასვლელით სარგებლობდნენ.

https://www.flickr.com/photos/146332062@N03/53200459347/in/dateposted/” title=”gorodok”>https://live.staticflickr.com/65535/53200459347_e523e4efe1_z.jpg” width=”640″ height=”360″ alt=”gorodok” />

უკვე რამდენიმე დღეა, რაც ძველი შესასვლელი მოსახლეობისთვის შლაგბაუმით ჩაკეტილია, ისინი სარგებლობენ ახალი გზით, რომელიც მთავარი შესასვლელიდან არც თუ ისე შორს მდებარეობს. ქალაქის სამხედრო ნაწილში შემორჩენილია სამი საცხოვრებელი კორპუსი, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა. ამ შენობების მცხოვრებლები სახლამდე ხვდებიან მხოლოდ ქალაქის რამდენიმე ქუჩის გავლით , რადგან სამხედრო შესასვლელით ვერ სარგებლობენ

https://www.flickr.com/photos/146332062@N03/53201259860/in/dateposted/” title=”gorodokk”>https://live.staticflickr.com/65535/53201259860_17b938d06f_z.jpg” width=”640″ height=”360″ alt=”gorodokk” />

შეგახსენებთ, რომ რუსეთის №62 სამხედრო ბაზამ ახალქალაქის ტერიტორია საბოლოოდ 2007 წელს დატოვა და ტერიტორია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადასცა.

№1 სამხედრო ქალაქის დახურვის შემდეგ საცხოვრებელი ფონდი – 800 ბინა – ქალაქის ბალანსზე გადავიდა, საიდანაც 200-მდე ბინა სამხედრო ბაზამ ყოფილ თანამშრომლებს საქართველო-რუსეთის ერთობლივი ხელშეკრულებით გადასცა. დარჩენილი დაახლოებით 600 ბინა ახალქალაქის ხელმძღვანელობამ დაარიგა. საბინაო ფონდიდან თავდაცვის სამინისტროს მიერ არ გადაეცათ მხოლოდ სამი შენობა, რომელიც მდებარეობდა ქალაქის სამხედრო ნაწილში.