დედის დღესთან დაკავშირებით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ მაკარიანმა,მისმა პირველმა მოადგილემ თეიმურაზ მჭედლიძემ მუნიციპალიტეტის სამსახურების თანამშრომლებთან და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ-მარტოხელა, შშმ ბავშვების დედებს მიულოცეს.

დღესასწაულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტმა ახალქალაქის ქალაქსა და სოფლებში მცხოვრებ 22 ოჯახს საყოფაცხოვრებო ტექნიკა აჩუქა. ღონისძიება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ტურიზმის განვითარებისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

დედის დღე საქართველოში 1991 წლიდან 3 მარტს ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინიციატივით აღინიშნება.