10 მაისს, 17:00 საათის შემდეგ Jnews-ის ჟურნალისტებს უცნობი ნომრიდან დაურეკეს. ზარზე პასუხის შემდეგ, ჟურნალისტებმა მათ მიმართ ბრალდებები მოისმინეს, რომ ისინი „ქვეყნის მოღალატეები” არიან. ასეთი ზარი ამ დრომდე ხუთ ჟურნალისტს მიუღია.

საინტერესოა, რომ ერთ-ერთი ჟურნალისტის ნომერი მისი ბებიის სახელზეა რეგისტრირებული, ამიტომ მობილური ოპერატორებიდან ნომრების გაჟონვა არ მომხდარა.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მსგავსი ზარები ამ წუთებში ასევე მიიღო ახალქალაქის კიდევ ერთ მცხოვრებმა, რომელიც არანაირად არ არის დაკავშირებული NGO-სექტორთან.

ჩვენ ამ ნომერს გადავურეკეთ, მაგრამ ოპერატორმა გვითხრა, რომ „ნომერი არ არის რეგისტრირებული”.

Facebook-ზე არაერთმა ჟურნალისტმა და სამოქალაქო ლიდერმა მთელი საქართველოდან გაავრცელა ინფორმაცია, რომ მსგავსი ზარები მიიღეს. მათ შორის იყვნენ ჟურნალისტები ქვემო ქართლიდან და ახალციხიდან. ყველა შეიცავს მსგავს ფრაზებს: „არ გრცხვენია, რომ ქვეყანას გროშებით ყიდით?“, „ქვეყნის მოღალატეები ხართ“, „რატომ დადიხართ საპროტესტო აქციებზე?“

აღნიშნული კამპანია უკვე სამი დღეა მიმდინარეობს. ის თბილისში დაიწყო და ახლა რეგიონებში ვრცელდება. მუქარასა და სისტემატურ შევიწროებასთან დაკავშირებით მედიაომბუდსმენი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაუკავშირდა. რა ქმედებებს ატარებენ ამ მიმართულებით სამართალდამცავი ორგანოები, ინფორმაცია არ ვრცელდება.

მსგავსი შეტყობინებებში ქსელში უამრავია