პროექტის „ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ამაღლების“ ფარგლებში შეიქმნა და ამოქმედდა ახალქალაქისა და ნინოწმინდის ოფიციალური ვებ-გვერდები. საიტებს ინფორმაცია კვლავ ემატება და სატესტო რეჟიმში მუშაობს. Jnews-მა ახალქალაქის ვებ-გვერდს მონიტორინგი გაუწია.
ახალქალაქისა და ნინოწმინდის ვებ-გვერდები “ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრის” მიერ ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის” (STAR ინიციატივა) ფარგლებში შეიქმნა. ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში არსებულმა გვერდებმა „ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსით“ გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილებას უნდა შეუწყოს ხელი.
ორივე მუნიციპალიტეტის გვერდის ჩარჩო ერთნაირია, მაგრამ ინფორმაცია თითოეულ გვერდზე განსხვავებულია.
ახალქალაქის ვებ-გვერდის სათაურის ზოლში განთავსებულ განყოფილებებს Jnews-ი დეტალურად აღწერს, რათა ადგილობრივ მოსახლეობას ინფორმაციის მოძიება გაუადვილდეს.
გვერდი მხოლოდ სახელმწიფო, ქართულ ენაზე, ფუნქციონირებს, მაგრამ რამდენიმე საინფორმაციო მასალა სომხურ ენაზეა გამოქვეყნებული. სომხურენოვანი გვერდის შექმნაც იგეგმება, ვინაიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკურად სომეხია და ისინი სახელმწიფო ენას ჯერ კიდევ არ ფლობენ. ვეგბერდზე ინგლისურენოვანი დროშაც გამოჩნდა, თუმცა ინგლისურად ჯერ არაფერია გამოქვეყნებული.
“მთავარი” ღილაკის შემდეგ არის განყოფილება “მუნიციპალიტეტის შესახებ”, რომელშიც შემდეგი პუნქტებია განთავსებული:
ახალქალაქის ბიუჯეტის შესახებ ინფორმაცია „ადგილობრივ თვითმმართველობასა“ და „მერი და მერიას“ განყოფილებებშია მოცემული.
„მერი და მერია“: გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია მერიის თანამშრომლებისა და მოადგილეების, სამსახურების, ადმინისტრაციული ერთეულების, მუნიციპალიტეტის წესდების, რეგლამენტის, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის, პიარის და მერიის საქმიანობის შესახებ.
გვერდის შემქმნელები ადგილობრივ მუნიციპალურ ხელისუფლებასთან მოქალაქეთა კავშირის გაძლიერებაზეც ზრუნავენ , ამიტომ შეიქმნა განყოფილება „მოქალაქეები“, რომელიც შემდეგი პუნქტებისგან შედგება: „მიიღე მონაწილეობა თვითმმართველობაში“, „განათლება“, „პროგრამები“ (იგი მოიცავს ჯანდაცვას, სოციალურ პროგრამებს, სამედიცინო დაწესებულებებს და აფთიაქებს, ბავშვთა უფლებების დაცვას და მხარდაჭერას). ინფორმაცია არ დამატებია “ბიზნესის” განყოფილებას, რომელიც შედგება “ინსტიტუციები ბიზნესისთვის”, “საჭირო ინფორმაციისა” და “სოფლის მეურნეობის” პუნქტებისგან, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ტენდერებს, პროექტებს და სხვა ბიზნესთან დაკავშრებულ თემებს, მაგრამ ქვეპუნქტები ჯერჯერობით არ მუშაობს. არ ფუნქციონირებს „მომსახურების“ განყოფილებაც, რომელიც მოიცავს ნებართვებს, გადახდებს, მოსაკრებლებსა და სხვა სერვისებს.
გვერდს აქვს საჯარო ინფორმაციის ონლაინ მოთხოვნის შესაძლებლობაც, რომელიც ტენდერებსა და აუქციონებს, ვაკანსიებს, გამოკითხვებს და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაცემული ამა თუ იმ დოკუმენტს ეხება.
გვერდი სატესტო რეჟიმში მუშაობს და ინფორმაცია მუდმივად ახლდება. გვერდის მონიტორინგი Jnews-მა 2-3 თებერვალს ჩაატარა, რომლის დროსაც გვერდის ზოგიერთ განყოფილებაში ცვლილებები შეიტანეს. გვერდის მდგომარეობა ყოველდღე იცვლება.
გვერდები პროექტის „ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესება“ ფარგლებში შეიქმნა, რომელიც 2022 წლის 1 ივლისიდან 2023 წლის 31 მარტამდე გაგრძელდება. ინიციატივა მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების, როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სუბიექტის გაძლიერებას საქართველოს მასშტაბით. პროექტის წარმატებით განხორციელება ხელს შეუწყობს გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და სწორი მმართველობის პრინციპებზე დაფუძნებული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბებას, ადგილობრივი თვითმმართველობაში მოქალაქეების მონაწილეობას.