კორონავირუსის პირობებში «ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში- ჩართულობა უკეთესი მომავლისათვის» პროგრამა ონლაინ პლატფორმაზე იყო გადატანილი, პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, დაიწყო მეორე.
პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც 7 თვე გრძელდებოდა, ითვალისწინებდა ლექციების კურსს და პრაქტიკულ სემინარებს ადგილობრივი ახალგაზრდების ეთნიკური პოლიტიკის, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიების, საქართველოს შიდა და გარე პოლიტიკის აქტუალური პრობლემების საკითხებს, ასევე სასწავლო კურსს საჯარო პოლიტიკის ანალიზისა და დაგეგმარების სფეროში. გარდა ამისა განიხილა პოლიტიკური სოციოლოგია, მასმედია, ადვოკატირება, სამოქალაქო უფლებები და არჩევნები, განვითარებისა და განათლების საკითხები. მარტის თვიდან ლექციები Zoom-ის ონლაინ პლატფორმაზე გადავიდა.
უკვე დაიწყო პროექტის მეორე ეტაპი, რომელიც ახალგაზრდა მონაწილეების მიერ კონკრეტულ სფეროებში ანალიტიკური დოკუმენტების შემუშავებასა და პრეზენტაციას გულისხმობს. აღნიშნული დოკუმენტის შემუშავებაში ახალქალაქიდან პროგრამით 6 ახალგაზრდა მონაწილეობს. საერთო ჯამში, ორივე რეგიონიდან, სამცხე-ჯავახეთიდან და ქვემო ქართლიდან, 10 მონაწილეა. აღნიშნული დოკუმენტის შემუშავებაში ახალგაზრდებს აქტიურად ეხმარებიან ფონდ რონდელის მენტორები.
ამასთანავე, აღნიშნული სამუშაოს გარდა ტარდება ტრენინგები და სემინარები საერთო ეროვნულ აქტუალურ საკითხებზე და პრაქტიკული უნარების გაძლიერებაზე ადგილობრივი საზოგადოების ყველა მსურველისათვის.
ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ჯგუფების ყველაზე აქტიურ მონაწილეებს პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებში სტაჟირების შესაძლებლობა ექნებათ- ეს უკვე პროექტის მესამე ეტაპი იქნება.
კორონავირუსის გავრცელებამდე იყო დაგეგმილი მონაწილეების ვიზიტი თბილისში, სადაც ისინი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შეხვდნენ. ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ მნიშვნელოვანი კითხვები და მათთვის აქტუალური პრობლემები განეხილათ.
აღნიშნული პროექტი საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (ფონდი რონდელი) მიერ განხორციელდა ევროპაში თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ორგანიზაციის (ეუთო) ეთნიკური უმცირესობების საკითხების აქტიური მონაწილეობითა და მხარდაჭერით. პროექტის მიზანია საქართველოს სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობის გაუმჯობესება, პოლიტიკურ პარტიებში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების დახმარება, ასევე საქართველოში კომპაქტურად მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების რეგიონებში ინტერნაციონალური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა დემოკრატიული მმართველობის პრინციპების განვითარების გზით.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ფონდი რონდელი, ახალქალაქსა და მარნეულში, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს, მათ შორის Jnews.ge- ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრთან, ასევე თბილისში პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდა ლიდერებსა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.