ახალგაზრდა პიანისტი ახალქალაქიდან ანაჰიტ სტელმაშოვა კლასიკური მუსიკის საერთაშორისო კონკურსის „Golden Note 2024“-ის (ოქროს ნოტა 2024) ფინალშია. იმ შემთხვევაში თუკი ჟიური 3 ფინალისტიდან კლავიშებიანი ინსტრუმენტების საუკეთესო შემსრულებლის ტიტულისთვის მას შეარჩევს, ის მიიღებს “Golden Note 2024”-ის ჯილდოს, ასევე მას შეუძლია მაყურებლის სიმპათიის ტიტული მოიპოვოს ონლაინ ხმის მიცემის შედეგად, რომელშიც ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია მონაწილეობის მიღება.

2024 წლის 6 აპრილს ვენაში „Golden Note 2024”-ის (ოქროს ნოტა 2024) მოსმენა გაიმართა, რომლის დროსაც ამავე სახელწოდების კლასიკური მუსიკის ჯილდოს ცხრა ფინალისტი გამოვლინდა. კასტინგის გამარჯვებული იყო 10-დან 18 წლამდე ხუთი გოგონა და ოთხი ბიჭი. ფინალში გასულთა შორის იყო ახალგაზრდა ახალქალაქელი პიანისტი ანაჰიტ სტელმაშოვა.

«Golden Note 2024”-ის პრემია უკვე მერვე ჯერია კლასიკურ მუსიკაში გამოჩენილ ახალგაზრდა ტალანტებს გადაეცემათ. კასტინგის დროს ცხრა ფინალისტი შეირჩა სამ კატეგორიაში – სიმებიანი ინსტრუმენტები, ჩასაბერი ინსტრუმენტები და კლავიშებიანი ინსტრუმენტები. ფინალი 21 მაისს გაიმართება, მაგრამ “Golden Note 2024”-ის ფინალი 31 მაისს, 21:20 საათზე, პირდაპირი ტრანსლაცია ORF 2 არხზე გავა.

მუსიკოსები თავიანთ კატეგორიაში პირველი ადგილისთვის იბრძოლებენ. გამარჯვების გადაწყვეტილებას იღებს ჟიური, რომელშიც კლასიკური მუსიკის ჟანრის ცნობილი ვარსკვლავები შედიან. წელს კვლავ იქნება მაყურებლის სიმპათიის ჯილდო, რომელიც წინასწარ დადგინდება ონლაინ ხმის მიცემის გზით. ზუსტად მაყურებლის სიმპათიის პრიზისთვის საჭიროა tv.orf.at გვერდზე შესვლა და თითოეულ კატეგორიაში (სიმებიანი ინსტრუმენტები, ჩასაბერი ინსტრუმენტები და კლავიშებიანი ინსტრუმენტები) თითო ფინალისტის არჩევა და ხმის მიცემა. ყველას, ვისაც ახალგაზტდა ტალანტების მხარდაჭერა უნდა, შეუძლია მის ფავოტირს მისცეს ხმა tv.orf.at-ზე 14 მაისს 23:59 საათამდე. ჩვენ, ახალქალაქელებს ყოველ 24 საათში მისთვის ხმის მიცემით შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ ანაჰიტს.

„ძალიან გამიხარდა, რომ მონაწილეობა მივიღე „Golden Note“ პროექტში, რომელიც ვენაში გაიმართა. ეს არის ძალიან საინტერესო, მაგარი პროექტი, კონკურსი სამი კატეგორიის მუსიკოსებისთვის არის: ფორტეპიანო, სიმებიანი და სასულე. ეს მართლაც ძალიან მასშტაბური პროექტია, რომელიც გადის ORF-ის ტელეარხზე – ეს არის მთავარი ტელეარხი ავსტრიაში. მას შემდეგ, რაც სამ ფინალისტს შორის მოვხვდი, კენჭისყრა დაიწყო და ძალიან მადლობელი ვიქნები, თუ ხმას მომცემენ. უკვე ტელეკომპანია ORF-ის მედია კამპუსში ვიყავი. ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო. ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ნიჭიერი ბავშვი არის, რომლებსაც გავეცანი და ასევე ძალიან მაგარი ორგანიზატორი, რომლებიც ყველაფერს მაღალ დონეზე აკეთებენ“, – ამბობს ანაჰიტ სტელმაშოვა.

თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებულები მიიღებენ არა მხოლოდ ინდივიდუალურ საჩუქრებს, არამედ საერთაშორისო სცენაზე გასვლის შესაძლებლობას. წლევანდელი პრიზები მოიცავს სპექტაკლებს ცნობილ ორკესტრებთან ერთად და სოლო გამოსვლებს, რაც იმის გარანტია, რომ მსოფლიო ამ ახალგაზრდა ტალანტებს ყურადღებას მიაქცევს.