27 ნოემბერს საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩომ თბილისში საზეიმო კონცერტი გამართა, რომელიც ცნობილი სომეხი კომპოზიტორის არამ ხაჩატურიანის 120 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ღონისძიება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელის, არამ ხაჩატურიანის 120 წლის იუბილეს საიუბილეო კომისიის თავმჯდომარის, არამიკ ჰარუთუნიანის და საქართველოს ხელისუფლების ადმინისტრაციის ხელმძღვანელის რევაზ ჯაველიძის პატრონაჟითა და მონაწილეობით გაიმართა. ღონისძიება სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იყო ორგანიზებული.
საღამოს სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, უწმინდესი ეპისკოპოსი ტერ კირაკოს დავთიანი, სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მინისტრის მოადგილე დანიელ დანიელიანი, სახელმწიფო ორგანოებისა და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული რიგი ქვეყნების ელჩები და დიპლომატები, საზოგადო და კულტურის მოღვაწეები, სომხური თემის წარმომადგენლები.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ელჩმა არამ ხაჩატრიანის მსოფლიოში ცნობადობაზე ისაუბრა, ასევე მუსიკოსებსა და მუსიკის მოყვარულებში კლასიკური ნაწარმოებების ავტორიტეტის პოპულარიზაცია აღნიშნა. ხაზგასმული იყო კომპოზიტორის დაბადების ადგილის – თბილისის მიერ დატოვებული კვალი მის შემოქმედებით მემკვიდრეობაზე.
სომხეთის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა დირიჟორ ჰარუთიუნ არზუმანიანის ხელმძღვანელობით მაყურებელი თავისი მაღალი საშემსრულებლო ხელოვნებით გააოცა.
კონცერტს ოფიციალური მიღება მოჰყვა.
ინფორმაციას საქართველოში სომხეთის საელჩო ავრცელებს.