ახალქალაქის მუსიკალური სკოლის მოსწავლეებმა კლასიკური მუსიკის მე-17 ეროვნული კონკურს-ფესტივალის „მომავალის ვარსკვლავების“ გალა კონცერტში მიიღეს მონაწილეობა. მათგან ორმა მე-2 ადგილი დაიკავა.
21 აპრილს ქალაქ ხაშურში ეროვნული კონკურს-ფესტივალის „მომავლის ვარსკვლავების“ გალა კონცერტი გაიმართა, რომელზეც ახალქალაქის მუსიკალური სკოლის მოსწავლეები იყვნენ მიწვეული. კონკურსზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ნიჭიერი ბავშვები გამოვიდნენ.
ჩვენ არაერთხელ მივიღეთ მონაწილეობა ამ კონკურსში, უკვე მე-9 წელია, ეს კეთილ ტრადიციად იქცა. ჩვენი ყველა მონაწილე ამ კონკურსის ლაურეატი გახდა. ამიტომ ძალიან მოხარულები ვართ. ჩვენი ორი მოსწავლე, ვალერია სტელმაშოვა და ვარდან კალივონჯიანი, ლაურეატების გალა-კონცერტზე დაპატიჟეს. მიიღეს მონაწილეობა და ძალიან კარგად დაუკრეს, დაჯილდოვდნენ ლაურეატის დიპლომებით. ეს დიდი გამარჯვებაა, რადგან ძალიან ძლიერი მონაწილეები იყვნენ. მეორე ადგილი – ეს ძალიან ღირსეული ადგილია. ხოლო დანარჩენებს ლაურეატის დიპლომები გადასცეს – ესენი არიან უზუნიან ანაიდი და თამუნა კაპანაძე”,- თქვა ახალქალაქის მუსიკალური სკოლის დირექტორმა სვეტლანა კაროიანმა.
კლასიკური მუსიკის კონკურსი „მომავლის ვარსკვლავები“ კლასიკური მუსიკის სამყაროში პოპულარიზაციის კარგი შესაძლებლობაა. ორმა პატარა ახალქალაქელმა პიანისტმა მიაღწია წარმატებას, რომელიც სწორედ ამ კონკურსზე დაიწყო.
„ჩვენი ყველა დიპლომის მიმღები და ლაურეატი წინ მიდის. არსენმა და ანაიდამ თბილისში ჩააბარეს და სწავლას კონსერვატორიაში გააგრძელებენ, ანუ ეს არის ერთგვარი ტრამპლინი შემდგომი მუსიკალური საქმიანობისთვის“, – ამბობს ის.