19 თებერვალს, ჰოვანეს თუმანიანის დაბადების დღეა. ის 1869 წელს ლორში, სოფელ დსეხში დაიბადა. 1877-1879 წლებში თუმანიანი დსეხის სამრევლო სკოლაში სწავლობდა. 1879-1883 წლებში დაწყებითი განათლება ახლად გახსნილ ჯელალოღლის (სტეფანავანი) სკოლაში მიიღო. 1883 წლიდან ცხოვრობდა თბილისში. 1899 წელს მისი ინიციატივით თბილისში ლიტერატურული ჯგუფი „ვერნატუნი“ შეიქმნა.
სომეხი პოეტის დაბადებიდან 155 წლისთავთან დაკავშირებით, 13:00 საათზე თბილისში, ხოჯივანქის პანთეონში სამახსოვრო ლიტურგია გაიმართა, დამსწრეებმა თუმანიანის საფლავს ყვავილები შეამკეს, რის შემდეგაც მისი ლექსები წაიკითხეს. უამინდობის გამო წიგნის პრეზენტაციის ცერემონია მის სახლ-მუზეუმში გაიმართა.
ასევე საყურადღებო იყო ის ფაქტი, რამაც ყველა დამსწრის ყურადღება მიიპყრო – ხოჯივანკის კეთილმოწყობილი მდგომარეობა, რომელიც საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს, ასევე თბილისის მერიის ინიციატივითა და სახსრებით განხორციელდა. ტერიტორიაზე დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდა, შესასვლელში დამონტაჟდა მემორიალური დაფა, რომელზეც პანთეონში დაკრძალულთა სახელებია დაწერილი.
ყვავილების შემკობის შემდეგ დამსწრეები თუმანიანის თბილისის ყოფილი ბინისკენ გაემართნენ, სადაც სომეხი პოეტის 155 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენის „თუმანიანის თბილისის კვალდაკვალ“ გახსნა გაიმართა.
15:00 საათზე ღონისძიება სასულიერო პირმა ტერ კირაკოს სიმონიანმა გახსნა, წაიკითხა მემუარების მოთხრობა „იოჰანეს თუმანიანი და კათალიკოსი ხრიმიან ჰაირიკი“, რის შემდეგაც ახალგაზრდებმა მუსიკალური ნომრები წარადგინეს. ღონისძიების ძირითადი ნაწილი პოეტის, მთარგმნელის რუზან ოვასაპიანის წიგნის „აღდგომა“ პრეზენტაციას დაეთმო.
წიგნის პრეზენტაციაზე მოკლედ განიხილეს ავტორის ბიოგრაფია, შემდეგ ავტორმა პირადად წარმოადგინა წიგნის მნიშვნელობა და შინაარსი. მისი ნამუშევრები თარგმნილია როგორც სომხურ, ასევე ქართულ თარგმანებში.
„ჩვენ, როგორც ერი, საკმაოდ რთულ პერიოდებს გავდივართ. ჩვენი სამშობლო მძიმე დღეებს გადის. მართალია, ჩვენი სამშობლო ჯერ არ აღმდგარა, მაგრამ ჩემს წიგნს „აღდგომა“ ვუწოდე, დარწმუნებული ვარ, რომ ის აღდგება და გაძლიერდება, გადალახავს მასზე დამძიმებულ სირთულეებს“, – აღნიშნა წიგნის ავტორმა რუზან ოვასაპიანმა.
ღონისძიების დასასრულს გაიმართა წიგნის პრეზენტაცია, რასაც მასპინძლობა მოჰყვა.