ადრე როგორც Jnews-მა გაცნობათ, ყოფილი მე-15 სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე პარკი გაჩნდება, თუმცა იქ ათობით არალეგალური ვაგონი და სადგომია დამონტაჟებული, Jnews-მა ახალქალაქის მერიაში დააზუსტა, თუ რა ბედი ეწევა მათ.
აღმაშენებლის ქუჩაზე რამდენიმე ადგილას მრავალსართულიანი შენობებია. ქალაქის ერთ-ერთი ასეთი უბანი არის ე.წ. მე-15 ქალაქი. ადგილობრივები ამ ტერიტორიას ასე ეძახიან, რადგან ოდესღაც საბჭოთა დროს ამ ადგილას ჯარი იყო განთავსებული, საბჭოთა ჯარის გაყვანის შემდეგ ამ ბინებში მშვიდობიანი მოქალაქეები, ახალქალაქის მოსახლეობა, ცხოვრობს. დიდი ხნის განმავლობაში „მე-15 გოროდოკს“ ნაკლები ყურადღება ექცეოდა, რადგან ტერიტორიის ნაწილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის. მოსახლეობამ გზებისა და ეზოების ასფალტირებას რთულას მიაღწია. ახლა კი, გასულ, 2023 წელს, მათი სახელით, ახალქალაქის მერიამ მიიღო წერილობითი მოთხოვნა მრავალსართულიანი შენობების ეზოში როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის დროის გასატარებლად ადგილის აშენების შესახებ.
როგორც 2023 წლის ბოლოს გახდა ცნობილი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების დროს №15 ყოფილ სამხედრო ქალაქში აღმაშენებლის ქუჩაზე პარკის მშენებლობა იგეგმება, მინი-სტადიონთან ერთად, ტრენაჟორებით, ბილიკებით და ა.შ. 2024 წლის ბიუჯეტში ამისთვის 300 000 ლარია გამოყოფილი. ამჟამად მოედანი შედგება რამდენიმე დაჟანგული ტურნიკისა და ვაგონისგან, სადგომისა და ავტოფარეხისგან.
როგორც ახალქალაქის მერიიდან უტყობინებიან, ყველა ეს უკანონოდ დამონტაჟებული ვაგონი, სადგომი და ავტოფარეხი ტერიტორიიდან მოიხსნება.
„ეს ვაგონები იქიდან მოიხსნება. კიდევ არის სხვა პროცესებიც. პროექტი უნდა ყოფილიყო შედგენილი. მოსახლეობამ იცის, რომ ეს ვაგონები მოიხსნება. როცა პროექტისთვის დასახლება გამოვიკვლიეთ, მოსახლრობა მოდიოდა და როცა ესმოდათ, ძალიან უხაროდათ. მთელი ტერიტორია გაიწმინდება”,- თქვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის უფროსნა მნაცაკან ფამბუხჩიანმა.