სასმელი წყლის მილსადენებში წნევის შემცირების გამო, უკვე ერთი თვეა, ახალქალაქში მრავალსართულიან კორპუსებში წყალი ბოლო სართულებამდე ვერ აღწევს, ასევე კერძო სახლებშიც შეზღუდვებით იყენებენ წყალს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას აქვს ინფორმაცია პრობლემის შესახებ, მაგრამ ვერაფერს აკეთებს, მოსახლეობას მხოლოდ მოუწოდებენ, სასმელი წყალი სხვა მიზნებისთვის არ მოიხმარონ.
ზაფხულში, კარტოფილის მორწყვის სეზონზე ქალაქ ახალქალაქში, სასმელი წყლის წნევა ეცემა. წყლის წნევის კლება ძალიან მკაფიოდ იგრძნობა მრავალსართულიან შენობებში, განსაკუთრებით ყოფილ სამხედრო ქალაქში. ერთ თვეზე მეტია, სამხედრო ქალაქის მცხოვრებლები ვერ ბანაობენ და წყალს ნორმალურად ვერ
“ერთი თვეა რაც ბანაობა შეუძლებელია და საერთოდ ცხელი წყლით სარგებლობა, მე-4 სართულზე ვარ, ტუმბო დაყენებულია ცენტრალურ წყალმომარაგებაზე, წყალი მატულობს, მაგრამ წნევა ძალიან სუსტია და წყალი ძალიან ცხელია”,- ამბობს კარინე გალსტიანი, ყოფილი სამხედრო ქალაქის მცხოვრები.
გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორმა გიორგი ვახტანგიშვილმა თქვა, რომ ვერაფერს აკეთებს, ასევე აღნიშნა რომ, მას ევალება ქალაქის წყალმომარაგების ხაზზე მომხდარი ავარიების აღმოფხვრა. მისი თქმით, აღნიშნული შემთხვევები ზაფხულში ხდება, რადგან ბევრი რაიდენობით წყალი სარწყავად იყენებენ, შესაბამისად წყლის წნევა ეცემა.
Jnews-მა გაერთიანებული წყალმომარაგების სამცხე-ჯავახეთის ოფისს მიმართა, საიდანაც შემდეგი პასუხი მიიღო.
“პრობლემის შესახებ ვიცით. წყალმომარაგების ხაზზე არანაირი ავარია და გაუმართაობა არ დაფიქსირებულა. მილებში წყლის წნევა დაეცა, რადგან აბონენტები წყალს სხვა მიზნებისთვის იყენებენ. თუ აბონენტებმა ალტერნატივა ვერ იპოვეს, მაშინ ვერაფრით ვერ დავეხმარებით. ვერაფერს ვაკეთებთ ამ დროისთვის, ზამთარშიც არსებობს წყლის არამიზნობრუვად გამოყენების ფაქტები, მოსახლეობას ეშინია, იმისათვის, რომ წყალი გაიყინოს, ეზოებში წყალს არ რთავენ. ერთადერთი გამოსავალია მოსახლეობამ გააკონტროლოს მოხმარება და წყალი დანიშნულებისამებრ გამოიყენონ”, – თქვეს გაერთიანებული წყალმომარაგების სამცხე-ჯავახეთის ოფისში.