ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბეჟანოში გამართულ ფეხბურთის ტურნირში, პირველი, დამსახურებული ადგილი სოფელ იხტილას გუნდმა დაიკავა.
სოფელ ბეჟანოში 4-დან 6 ივლისის ჩათვლით გაგიკ ვანციანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფეხბურთის მემორიალური ტურნირი გაიმართა.
ბეჟანოს ფეხბურთის ტურნირში 30 გუნდი მონაწილეობდა ახალქალაქისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების სოფლებიდან.
პირველი დამსახურებული ადგილი სოფელ იხტილას გუნდმა დაიკავა. მეორე ადგილი ტურნირის ორგანიზატორებმა – სოფელ ბეჟანოს ფეხბურთელებმა. მესამე ადგილი კი, სოფელ ტაბაწყურის გუნდმა.
ტურნირის დასრულების შემდეგ გუნდები თასებით დააჯილდოვეს, ყველა მოთამაშეს მედლები გადასცეს.
ტურნირის ორგანიზატორები სოფელ ბეჟანოს ახალგაზრდები იყვნენ, ხოლო ღონისძიების ორგანიზებაში ფინანსური მხარდაჭერა სოფლის იმ მცხოვრებლებმა გაუწიეს, რომლებიც ამჟამად რუსეთში ცხოვრობენ.