სოფელ იხტილაში,  30 აპრილს, მინი-სპორტდარბაზის მშენებლობაზე მუშაობა დაიწყო, რომელსაც თავად სოფლის მცხოვრებლები აფინანსებენ. სამუშაოების დაწყებისა და ფუნდამენტის ჩასხმის პირველ დღეს სუფრა გაიშალა, რასაც ცეკვა მოჰყვა.

ixtila

ixtila-2

სპორტული დარბაზი სოფელ იხტილაში ძველი სკოლის ადგილზე შენდება, რომელიც მრავალი წელია არ ფუნქციონირებს. იდეა სოფლის ახალგაზრდებს ეკუთვნით. ორსართულიან დარბაზში, რომლის პერიმეტრია 33 19 მეტრი, იქნება მინი-ფეხბურთი, ფრენბურთი, ჩოგბურთი, ტრენაჟორების დარბაზი, გასახდელი და საშხაპე. ჩამოთვლილით სარგებლობა არა მარტო სოფლის მცხოვრებლებს, არამედ მთელი მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შეეძლებათ.

ixtila5

ixtila6

მოსახლეობა მშენებლობისთვის თანხებს თავად აგროვებს. „ეს არის მილიონიანი პროექტი, ჯერჯერობით დაახლოებით 100 000 გვაქვს შეგროვებული, ეს საკმარისია დასაწყებად“, – ამბობს სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები.

ძველი სკოლის დირექტორი და თემიდან ყოფილი დეპუტატი სლავიკ მარაბიანი ხაზს უსვამს, რომ იხტილაში მცხოვრებნი გაერთიანებული არიან.

„ჩვენი სოფელი ზოგადად განსაკუთრებულია. ყოველთვის ვცდილობდით ერთმანეთს დავეხმაროთ, ერთად ვიყოთ. ჩვენ სკოლისთვის პირველად ვაკეთებთ ერთობლივი ძალებით. აქ სკოლის შენობა იყო, არ გავუშვი გაყიდვა და დღეს ჩემი ერთ-ერთი სურვილი ამისრულდა – ამ ადგილას სპორტული დარბაზის მშენებლობა”, – თქვა მან.

ixtila4

ixtila3

სპორტული დარბაზის აშენების ინიციატივა სოფლის ახალგაზრდობას ეკუთვნოდა, რომელსაც ნახაპეტ გალსტიანი ხელმძღვანელობდა. მან ორგანიზება გაუკეთა პროცესს, გააერთიანა როგორც სოფელში, ისე მის ფარგლებს გარეთ მყოფი სოფლის მოსახლეობა.

„ეს იქნება არა მხოლოდ ჩვენი სოფლის, არამედ სხვებისთვისაც. ამას ჩვენ ძალებით ვაკეთებთ, არ აქვს მნიშვნელობა სოფელში ცხოვრობ თუ 10 წლის წინ წახვედი, თუ იხტილადან ხარ, მონაწილეობა უნდა მიიღო. ჩვენ ამას ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ, შემდეგ ხელისუფლება დაგვპირდა დახმარებას“, – კომენტარი გააკეთა მან.

იხტილას მოსახლეობა თავიანთ იდეას იმით ხსნის, რომ სოფლის მოსახლეობას ზაფხულში გასართობი ადგილი არ აქვს, სოფელში არის ღია ცის ქვეშ მინი-სტადიონი, ამიტომ მათ გაუჩნდათ იდეა, აეშენებინათ დახურული დარბაზი, რომელსაც ზამთარშიც გამოიყენებენ. მოსახლეობა მშენებლობის დასრულებას 2026 წლისთვის გეგმავს.

სოფელ იხტილაში ამჟამად დაახლოებით 250 სახლია. მამაკაცების 90% სეზონურ სამუშაოებზე მიდის. სოფელში არის სკოლა, მაგრამ საბავშვო ბაღი არა. იხტილას ბავშვებს სოფელ ბარალეთის საბავშვო ბაღში ატარებენ.