27 აპრილს, სამცხე-ჯავახეთსა და წალკის სომხური სამოციქულო ეკლესიის ვიკარიატის სააქტო დარბაზში მარიანა შახპარონიანის პოეზიის წიგნის „სომხეთისკენ“ პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნის პრეზენტაციას დარბაზში ვიკარიატის, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და უბრალოდ პრეზენტაციით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
მარიანა შახპარონიანს ფესვები ახალქალაქიდან აქვს. მისი დიდი ბაბუა ვარდან შახპარონიანი იყო ХХ საუკუნის ქველმოქმედი და საზოგადო მოღვაწე. მის საპატივცემოდ ახალქალაქის ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი ეწოდა. მარიანა შახპარონიანმა ლექსების წიგნი „სომხეთსკენ“ 44-დღიანი ომის შემდეგ დაწერა.
მარიანა შახპარონიანმა მიესალმა დამსწრეებს, ისაუბრა საკუთარ თავზე, წიგნზე და მის პრეზენტაციაზე სხვადასხვა ქვეყანაში. ეს ყველაფერი ვიდეო სლაიდებში იყო ნაჩვენები. წიგნი გამოიცა 2023 წლის მარტში და თარგმნილია 7 ენაზე.
„ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. ჩემი წიგნი მივუძღვენი არცის მეორე ომს და მის შემდგომ ვითარებას, როცა გრძნობები ამევსო, ვწერდი, რომ ცოტა დავმშვიდებულიყავი, ვხვდებოდი, რომ ჩვენი სამშობლო საფრთხეშია და ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ამის თავიდან ასაცილებლად. წიგნი სწორედ ამას ეძღვნება“, – თქვა მარიანა შახპარონიანმა.
ორი წლის ასაკიდან მოსკოვში ცხოვრობდა. როგორც მან თქვა, მთელი შეგნებული ცხოვრება მოსკოვში გაატარა, რის შემდეგაც სწავლა ბელგიაში, ბრიუსელში განაგრძო. მისი თქმით, პატარაობისას საკვირაო სკოლაში დადიოდა, სადაც სომხურ ენას სწავლობდა.
„მიჭირდა საკვირაო სკოლაში სიარული, სანამ ბებიამ არ მისაყვედურა, რომ სხვადასხვა ენას ვსწავლობ, მაგრამ სომხური ენის შესწავლა მიჭირს. „მრცხვენია შენი ადგილის”, მითხრა ბებიამ. ეს დღე იყო ჩემთვის გადამწყვეტი. იმ დღიდან დავიწყე სომხური ენის სწავლა”,- თქვა მარიანა შახპარონიანმა.
2010 წელს მარიანას ოჯახი სამშობლოში, სომხეთში დაბრუნდა.
საკუთარ თავზე და წიგნზე საუბრის შემდეგ მარიანა შახპარონიანმა ლექსები წაიკითხა. ბოლოს ყველას გადასცა წიგნი მისი პირადი წარწერით. პრეზენტაცია მარიანა შახპარონიანთან ერთად დამსწრეების ჯგუფური ფოტოთი დასრულდა.
ლექსები სომხურ ენაზე დაწერა, წიგნში პოეზია 7 ენაზეა ნათარგმნი.