ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქისა და სოფლის მოსახლეობას სთხოვს, 13 აპრილს, გარდაცვლილთა ხსოვნის პატივისცემის დღეს, კარანტინის წესები გაითვალისწინონ და სასაფლაოზე 3 კაცზე მეტი არ შეიკრიბონ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო ბრძანება და მოსახლეობას სთხოვს, სასაფლაოზე, საფლავის ქვებთან და ძეგლებთან 3-4 ადამიაზნე მეტი არ შეიკრიბონ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის, იურიკ უნანიანის თქმით, მან სოფლებში უფლებამოსილ პირებს დაავალა სოფლების მოსახლეობა გააკონტროლონ და გააფრთხილონ.
“გვითხრეს, 3-4 ადამიანი, მეოთხე სასურველიც არ არის. შეიძლება აანთონ სანთელი, დატოვონ ყვავილები და წავიდნენ. სასაფლაოზე სუფრის გაშლა საჭირო არ არის, როგორც ეს სოფლებში სჩვევიათ”, – თქვა იურიკ უნანიანმა.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით, სომხური სამოციქულო ეკლესიის ვიკარიატი სამცხე-ჯავახეთში სააღდგომო ღვთისმსახურებას დახურულ კარს მიღმა ჩაატარებს, ისინი მრევლს სთხოვენ სახლში ილოცონ.
მასალები მსგავს თემაზე:
ჯავახეთში სომხური სამოციქულო ეკლესია სააღდგომო ღვთისმსახურებას დუხურულ კარს მიღმა ჩაატარებს
ახალქალაქში სააღდგომო განწყობა არ არის .