ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის 5-სოფელში საბავშვო და სპორტული მოედნების მშენებლობა-მონტაჟზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადდა.

ტენდერის საერთო სავარაუდო თანხა 68 000 ლარია, საიდანაც თითოეულ სოფელს ცალკე თანხა აქვს. მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდ სოფელში, დილისკაში ტენდერის მიხედვით საბავშვო მოედანი იქნება, ეს მოედანი 5 სოფელს შორის ყველაზე ძვირი იქნება – 20 000 ლარი.

სოფელ აზმანაში აშენდება სპორტული მოედანი 5 ტიპის სავარჯიშო აღჭურვილობით (“ხას ბახჩას” პარკის სპორტული მოედნის მსგავსი). ტენდერის მაქსიმალური ღირებულება 12 000 ლარია.

სოფელ ოკამს ექნება ასევე სპორტული მოედანი 6 ტიპის სავარჯიშო ინვენტარით, რისთვისაც 16 000 ლარია გამოყოფილი.

ქარცეფში 4 ტიპის ტრენაჟორების მქონე სპორტულ მოედანზე ტენდერში აღნიშნულია 10 000 ლარი.

წინადადებების მიღება 18 ივლისს დასრულდება, შემდეგ კი ცნობილი გახდება, ვინ გაიმარჯვებს ტენდერში და განახორციელებს პროექტებს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ასევე იგეგმება ორი სპორტული მოედნის მშენებლობა ახალქალაქში  აღმაშენებლის ქუჩაზე (თოკის ქარხანა) და ყოფილ სამხედრო ქალაქში.