ახალქალაქში მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე მაწანწალა ძაღლის კბენის 31, ვირთხის კბენის 1 და კატის კბენის 1 დაზარალებული დაფიქსირდა. მოსახლეობისთვის უსახლკარო ცხოველების პრობლემა აქტუალური რჩება.
ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში და შესაბამისად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ცხოველის ნაკბენის 33 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა მაწანწალა ძაღლების მიერ თავდასხმის ბევრი მსხვერპლი სამედიცინო დახმარებას არ მიმართავს. ახალქალაქის ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის დირექტორის სირანუშ ტონაკანიანის თქმით, მსხვერპლი უფრო ბევრია, თუმცა ბევრი ჭრილობებს სახლში იმუშავებს.
„ბევრი ადამიანი არ იცრება საავადმყოფოში, რადგან არიან ადამიანები, რომლებსაც ამის საშუალება არ აქვთ. ბოლო ნაკბენი დაფიქსირებულია 15 რიცხვში, დაზარალდა 6 წლის ბავშვი. ვაქცინა უფასოა, მაგრამ მომსახურება ფასიანია, ზუსტად არ ვიცი რამდენი, 30-39 ლარი. თავდასხმის მსხვერპლს შორის იყო 18 წლამდე ასაკის 9 მცხოვრები“, – ამბობს სირანუშ ტონაკანიანი.
თამარ მეფის ქუჩის მცხოვრებს ალვინას მაწანწალა ძაღლები რამდენჯერმე დაესხნენ თავს. მაგრამ ის საავადმყოფოში არ მისულა, ანუ მისი შემთხვევა ზემოაღნიშნული სტატისტიკის მიღმაა.
„უკვე 3-4-ჯერ დამესხნენ თავს. ქუჩაში ვერ გავდივარ. ბოლოს ქუჩთან 3-4 ძაღლი გამოვარდა, მათ კიდევ რამდენიმე შეუერთდა, ჩანთით ვიცავდი თავს, გამიმართლა, რომ 2 მამაკაცი იყო იქ. ერთხელ მიკბინეს, მაგრამ სამედიცინო დახმარებისთვის არ მიმიმართავს, მე თვითონ დავამუშავე. თუ სისხლი არ არის, საავადმყპფპში მისვლა საჭირო არ არის, რამდენადაც მე ვიცი”,- თქვა მან.
მაწანწალა ძაღლების პრობლემა ერთ-ერთი სერიოზულია არა მხოლოდ ახალქალაქში, არამედ მთელ საქართველოში. ქვეყანამ აირჩია ამ საკითხის მართვის მეთოდი, რომელიც თავს არ ამართლებს, მაგრამ სიტუაციის შესაცვლელად ნაბიჯები არ გადაიდგმება. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტიდან გარკვეული თანხაა გამოყოფილი ამ პრობლემის მოსაგვარებლად, დაჭერის, სტერილიზაციის და უკან დაბრუნების მეთოდი არ ამართლებს.
2024 წელს ახალქალაქში ცხოველები რამდენჯერ დაესხნენ თავს ადამიანებს