2024 წლის 1 იანვრიდან დღემდე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ცხოველის კბენის 23 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 21 ძაღლის ნაკბენი, 1 კატის ნაკბენი და 1 ვირთხის ნაკბენი. ამის შესახებ ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან იუწყებიან.
შედარებისთვის, 2022 წელს ცხოველების მიერ ადამიანებზე თავდასხმის 81 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2023 წელს – 149 შემთხვევა, შესაბამისად, 2022 წლიდან 2023 წლამდე თავდასხმების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა.
აღვნიშნავთ, რომ ძაღლის კბენის შემთხვევაში ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი უცვლელი რჩება. აცრის მისაღებად მცხოვრები ახალქალაქის საავადმყოფოში უნდა მივიდეს. ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ფასიანია და მოსახლეობას იაფი არ უჯდება, ვინაიდან ანტირაბიული ვაქცინაციის გაკეთება 3-დან 5-ჯერ აუცილებელია. ვაქცინის უფასოდ მიღება მხოლოდ სხვადასხვა სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამაში მონაწილე მცხოვრებლებს შეუძლიათ.
ანტირაბიული ვაქცინა (ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა) პაციენტს ცხოველის ან ადამიანის კბენის შემდეგ უკეთდება, რომელსაც ცოფის ვირუსით ინფიცირების დიაგნოზი ან ეჭვი დაუდგინდა, ასევე ჯანმრთელი ადამიანის ცოფით დაავადებულის ნერწყვთან ღია კონტაქტის შემთხვევაში (კბენის გარეშე).
ასევე აღვნიშნავთ, რომ წელსაც, როგორც ყოველ წელს, მაწანწალა ძაღლების დაჭერისა და სტერილიზაციისთვის მუნიციპალიტეტმა 26 000 ლარი გამოყო. ამ სამუშაოზე ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა.
ახალი წელი ვირთხის კბენით დაიწყო
ახალქალაქში ძაღლმა მოხუც ქალს თავზე უკბინა
დამნაშავეები დანაშაულის გარეშე – ახალქალაქის უსახლკარო ძაღლები