ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლებში ვაკანსიები ცხადდება. ამ დროისთვის ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სოფლის ოთხ სკოლაში 6 ვაკანსიაა გამოცხადებული, საიდანაც 2 ექთნის, 4 კი მასწავლებლის პოზიციაზე ცხადდება.
2022-2023 სასწავლო წლის დაწყებამდე თითქმის ორი თვე დარჩა და მასწავლებელებისთვის საათების განაწილება მალე ყველა სკოლაში დაიწყება. მასწავლებლების პოზიციაზე ვაკანსიები, სავარაუდოდ, იქნება, როგორც ქალაქის, ისე სოფლის სკოლებში სხვადასხვა საგნებსა და კლასებში.
18 ივლისის მდგომარეობით, ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით teacherjobs.ge, სოფლის ოთხ სკოლაში ვაკანსიებია. წარმოგიდგენთ ვაკანსიების აღწერილობას:
სოფელ კუმურდოს საჯარო სკოლაში გამოცხადებულია ვაკანსია ექთნის პოზიციაზე. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 25 ივლისია.
მედდის პოზიცია ვაკანტურია სოფელ დილისკას N1 საჯარო სკოლაშიც. განაცხადების მიღების ბოლო ვადა ხვალ, 19 ივლისს იწურება.
სოფელ ტურცხის საჯარო სკოლაში მასწავლებლის ვაკანსია სამ საგანში გამოცხადდა:
სამივე შემთხვევაში განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 31 ივლისი.
სოფელ კოთელიას საჯარო სკოლაში (მე-5 და მე-6 კლასები) ასევე სჭირდებათ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 სექტემბერი.