დღეს, 18 თებერვალს, ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში კორონავირუსით ინფიცირების 12 შემთხვევა გამოვლინდა, გუშინ – 9. კორონავირუსის ახალი შემთხვევების საერთო კლების მიუხედავად, ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში მუნიციპალიტეტში შემთხვევების შემცირებაზე საუბარს არ ჩქარობენ.
დღეს, 18 თებერვალს, ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში კორონავირუსის 162 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, 19 PCR და 143 ანტიგენის ტესტი. შედეგად, კორონავირუსის 12 შემთხვევა გამოვლინდა.
გუშინ, 17 თებერვალს, ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში 137 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 117 ანტიგენი და 20 PCR ტესტი, რის შედეგადაც კორონავირუსის 9 შემთხვევა გამოვლინდა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 546 ადამიანი იმყოფება.
მიუხედავად ბოლო დღეებში ინფიცირების მაჩვენებლის შემცირებისა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში მიაჩნიათ, რომ ვითარება კვლავ მძიმეა, რადგან ყველა პაციენტს არ უტარდება კოვიდ ტესტირება, მით უმეტეს, თუ დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ ყოველდღიური ხალხმრავალი ქორწილების ფონზე, მუნიციპალიტეტში კორონავირუსის კლებაზე საუბარი ნაადრევია.
კარანტინშია ახალქალაქის მე-3 სკოლა, ასევე, სოფელ ჩუნჩხას, გოგაშენის და ბეჟანოს სკოლები.