ერევნის ქუჩაზე 53(ა) შენობის ეზოში, სადაც ყოველი წვიმის შემდეგ «ხელოვნური ზღვა» წარმოიქმნება და მცხოვრებლები იძულებულნი არიან ეზო «გადაცურონ», დრენაჟულ სისტემას ააშენებენ. ადგილობრივმა ბიუჯეტმა ამისათვის 5944 ლარი გამოყო.
ერევნის ქუჩაზე 53(ა) შენობის მცხოვრებლების პრობლემა მრავალი წელია არსებობს. პრობლემა გაჩნდა მას შემდეგ, რაც 6 წლის წინ ეზოში ასფალტირება გაკეთდა. ასფალტი დრენაჟული სისტემის გარეშე დააგეს, და რადგან ეზო ქუჩის დონეზე დაბლა მდებარეობს, წარმოიქმენა «ხელოვნური ზღვა». წყალი შენობის სარდაფში მიედინება, რის შედეგადაც საძირკველი წვიმის წყლით ივსება. სინესტე შენობის მცხოვრებლების მუდმივი განგაშის მიზეზი გახდა.
კოკისპირული წვიმების დროს მრავალსართულიანი შენობის მცხოვრებლებისათვის ეზოში გადაადგილება შეუძლებელია, ერთ-ერთი სადარბაზოს მცხოვრებლები წვიმის დროს შენობაში არ ყოფნის შემთხვევაში საკუთარ სახლში ვერც ხვდებიან ან შენობიდან ვერ გადიან, თუკი სახლში არიან.
მრავალსართულიანი შენობის მცხოვრებლები «ერევნის ზღვის» ამოშრობას ითხოვენ
დიდი ხნის ნანატრი სისუფთავის ნაცვლად ხელოვნური ზღვა
წელს ხელისუფლებამ ეზოში დრენაჟული სისტემის აშენება გადაწყვიტა. სამუშაოების ტენდერი უკვე შედგა. ტენდერი შპს «გოლდ 777»-მა 5944 ლარით მოიგო. ამჟამად ტენდერის დოკუმენტების მომზადების პროცესი მიმდინარეობს.