დღეს, 3 ნოემბერს, ახალქალაქში კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
როგორც სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე გიორგი მიქელაძემ JNEWS- ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევაა აღმოჩენილი სამცხე-ჯავახეთში, ოთხივე მათგანი ახალციხეშია რეგისტრირებული.
საერთო ჯამში, რეგიონში 936 ადამიანია იზოლირებული, აქედან 422 ახალციხეში, 150 ახალქალაქში, 83 ბორჯომში, 96 ნინოწმინდაში, 55 ასპინძაში და 130 ადიგენში.