დღეს, 23 აპრილს, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საქართველოს სომხური სათვისტომოს“ ინიციატივით, 20:00 საათიდან ჩირაღდნებით მსვლელობა თბილისში, „ისანის“ სადგურიდან ავლაბარის წმინდა ეჩმიაძინის ეკლესიისკენ დაიწყო.

მსვლელობა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად და სამართლიანობის მოთხოვნით მოეწყო და მას სომხური თემიდან ათობით ადამიანი დაესწრო.

მსვლელობის მონაწილეები პატრიოტული მუსიკის ქვეშ დადიოდნენ, აფრიალებდნენ სომხეთის სამფეროვან დროშას, საქართველოს დროშას და ბანერებს წარწერით „გვახსოვს და ვითხოვთ“.

ert 4

ert 3

ert 2

ert 1

ert 7

ert 6

ert 5

ავლაბარის სურბ ეჩმიაძინის ეკლესიაში ერთობლივი ლოცვა აღევლინა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 24 აპრილს, თბილისში თურქეთის საელჩოსთან გამოფენა იგეგმება.