5 აპრილს თბილისის რიყის პარკში გამოფენების სერია დაიწყო თემაზე: „სომხების გენოციდი და კულტურული გენოციდი“, რომელსაც საქართველოს სომხური სათვისტომო, საქართველოს სომეხი სტუდენტური კავშირი და საქართველოს ახალგაზრდული კავშირი უჭერს მხარს.
გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იყო გენოციდის ამსახველი საარქივო და ახალი ფოტომასალა, წარწერები, დამსწრეებს დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტებიც. ხალხი გაეცნო ფოტოებს, წარწერებსა და ისტორიას.
გამოფენას საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გეგმავდნენ, თუმცა, ორგანიზატორების ინფორმაციით, სხვა მოსალოდნელი ღონისძიებების გამო, სამართალდამცავების მოთხოვნით იგი რიყის პარკში გადაიტანეს.
დამსწრეთა თქმით, გამოფენა ძალიან შთამბეჭდავი და ინფორმაციული იყო, გაუთვითცნობიერებელი ადამიანებისთვის სომხეთის ისტორიის მტკივნეული ფურცლების შესახებ საკმარისი ინფორმაცია იყო წარმოდგენილი.
მსგავსი გამოფენა გასულ წლებშიც იმართებოდა.