დღეს, 23 აპრილს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებმა ოსმალეთის იმპერიაში 1915 წლის სომხების გენოციდის აღიარებისა და დაგმობის მოთხოვნით ქალაქის ციხიდან სურბ ხაჩ ეკლესიისკენ ჩირაღდნებით მსვლელობა დაიწყეს.

ert2

ert

ჯავახეთის ახალგაზრდული კავშირის წევრებისთვის მსგავსი მსვლელობის გამართვა ტრადიციად იქცა. მსვლელობა ახალქალაქის ციხიდან დაიწყო, ასობით ადამიანი სომხეთისა და საქართველოს დროშებით, პლაკატებით, ჩირაღდნებითა და ლოზუნგებით 1915 წლის სომეხთა გენოციდის აღიარებისა და დაგმობის მოთხოვნით ქალაქის ცენტრალური ქუჩის გასწვრივ სურბ ხაჩის ეკლესიისკენ გაემართა.

ert3

ert4

ert5

მსვლელობაში მონაწილეობდნენ სურბ ხაჩ ეკლესიის მღვდელმსახური ტერ ნარეკ ტიგრანიანი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი სამველ მანუკიანი, მერი მელქონ მაკარიანი და მუნიციპალიტეტის სხვა მომუშავეები.

ეკლესიის ეზოში ახალგაზრდული კავშირის წევრები, ასევე ახალქალაქის სურბ ხაჩ ეკლესიის მღვდელი ნარეკ ტიგრანიანი სიტყვით გამოვიდნენ.

„ძვირფასო თანამემამულენო, დღეს სომხეთში და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მცხოვრები სომხები ჩირაღდნის მსვლელობას, მემორიალურ ღონისძიებებს, სომხურ ეკლესიებში ცერემონიებს აწყობენ, რათა სომეხთა გენოციდის უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნის მარადიული ხსოვნა იყოს, რომელშიც ბევრი სხვა ერიც მონაწილეობს.

ჩვენ მივესალმებით იმ ქვეყნებს, იმ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საერთაშორისო სტრუქტურებს, რომლებმაც აღიარეს და დაგმეს 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ ჩადენილი სომეხთა გენოციდი და ვუერთდებით ჩვენი ბრძოლის ხმას სამართლიანობის, ჰუმანიზმის სახელით, შემდგომი გენოციდების აღმოფხვრის და საიმედო მომავლის აშენების სახელით“, – ნათქვამია ჯავახეთის ახალგაზრდული კავშირის წევრების მიმართვაში.

ხვალ დილით, 11:30 საათზე, ახალქალაქის სურბ ხაჩ ეკლესიაში საღმრთო ლიტურგია აღევლინება. ლიტურგიის დასასრულს, ტაძრის ეზოში, სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი აღმართულ ქვაჯვართან, წმინდა მოწამეებისადმი მიძღვნილი წირვა აღევლინება.

ert7

ert8