დღეს, 3 თებერვალს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა․ საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4552 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 327 ახალქალაქში და 149 ნინოწმინდაში.
როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS-ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მუნიციპალიტეტების მიხედვით გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:
1 – ახალციხეში
1 – ადიგენში
1 – ახალქალაქში
3 – ბორჯომში
1 – ნინოწმინდაზე
0 – ასპინძაში.
საერთო ჯამში, რეგიონში 414 ადამიანია იზოლირებული:
ახალციხე – 49
ახალქალაქი – 10
ბორჯომი – 61
ნინოწმინდა –0
ასპინძა – 29
ადიგენი – 265
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში 29 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
დღეის მდგომარეობით კარანტინში და კოვიდ სასტუმროებში არავინ იმყოფება, ხოლო კოვიდ კლინიკაში 77 პაციენტი რჩება.
საერთო ჯამში, რეგიონში 4 290 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 44 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია 158 კონტაქტი ინფიცირებულთან, მიმდინარეობს კვლევა. ამ დროისთვის 30 ნიმუშის პასუხს ელოდებიან.