ახალქალაქში, რამდენიმე საკანალიზაციო ლუქს თავსახური აკლია, ისინი ღიაა და საფრთხეს უქმნის ავტომობილესტებს. Jnews– მა სცადა გაერკვია, რატომ არის ლუქები ღია, იციან თუ არა ამის შესახებ და რის გაკეთებას აპირებენ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვისცენტრში.

ჩვენი მოკრძალებული გამოთვლებით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ხუთ ადგილას საკნალიზაციო ლუქები ღიაა.

 lyuk1

ჭავჭავაძის ქუჩა

საქართველოს ერთიანი წყალმომარაგების ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ვახტანგიშვილმა Jnews-სთან თქვა, რომ ლუქის სახურავის არარსებობა მხოლოდ ერთ ადგილზე შენიშნეს.

“ლუქებს დავხურავთ, როცა იყიდიან და ჩვენ გადმოგვცემენ. ამით დაკავებულია სათავო ოფისი, ამიტომ ვადებზე ვერაფერს ვიტყვი”, – თქვა მან.

 lyuk2

მაშტოცის ქუჩა

თუმცა, ახალქალაქის გაერთიანებული წყალმომარაგების მომსახურების ცენტრის წარმომადგენლებმა  უნდა გააკონტროლონ ქალაქ ახალქალაქის საკანალიზაციო ლუქების მდგომარეობა და ღია ლუქების გარშემო გამაფრთხილებელი ნიშნები განათავსონ. ღია საკანალიზაციო ლუქებთან, სავარაუდოდ, მოქალაქეებმა მძღოლებისთვის შესამჩნევი შეღობვა გააკეთეს ხის ტოტებითა და ქვებით.