23 აპრილს, ახალქალაქის ცენტრში ხეების დარგვის სამზადისი დაიწყო, რომელიც 2022 წელს ქალაქის ცენტრის რეაბილიტაციის დროს მოჭრილი ხეების ნაცვლად დაირგვება.
2024 წლის მარტის დასაწყისში ახალქალაქში ხეები გასხვლეს და მოჭრეს, რის შემდეგაც პირობა დადეს, რომ მალე ახალი მცენარეები დაირგვებოდა. ახალქალაქში, თავისუფლების ქუჩაზე ხეები 2022 წელს, ცენტრის რეაბილიტაციის დროს მოიჭრა, თუმცა ტროტუარებზე ახალი ხეების დარგვისთვის ადგილი დატოვებულია.
„ფალანჯიანის მაღაზიიდან ეკლესიამდე ხეების ადგილები დატოვებული იყო. შეძენილია 13 ხე, ძალიან მაღალი ხარისხის ნერგები, თბილისიდან შევუკვეთეთ. ხეების დარგვისთბის 10 000 ლარი გვქონდა გამოყოფილი, დანარჩენ 3000 ლარს მერია დამატებით გამოგვიყოფს”,- ამბობს ახალქალაქის სერვის ცენტრის დირექტორი მხითარ რსტაკიანი.
დარგვისთვის შერჩეულია ალუჩას ან ტყემალის დეკორატიული ჯიში. ტყემალი ან ქლიავი, ან ალუბლის ქლიავი (ლათ. Prúnus cerasífera) – ნაყოფიერი მერქნიანი მცენარეა, ქლიავის გვარის სახეობა ქლიავის ვარდისებრთა ქვეოჯახიდან. ველური სახით და კულტურაში ალუჩა გავრცელებულია ტიენ-შანში, ბალკანეთში, ცენტრალურ და მცირე აზიაში, ირანში, ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და სამხრეთ უკრაინაში მთიან დასახლებაში.
ბევრი ნერგი, რომელიც ახალქალაქშია დარგული, ვერ გაუძლებს ახალქალაქის ცხელ ზაფხულს ან მკაცრ ზამთარს. გადარჩება თუ არა ახალი ხეები ახალქალაქის ამინდის პირობებში? ახალქალაქის სერვის ცენტრის ინფორმაციით, ალუჩას ეს ჯიში -28 გრადუსამდე ყინვას გაუძლებს.