“ეროვნული უმცირესობების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა უკეთესი მომავლისათვის” რონდელის ფონდის პროგრამის ფარგლებში, 6 ახალგაზრდა ადამიანი ჯავახეთიდან, საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიაში, სტაჟირებას გაივლის.
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევის ფონდის GFSIS (რონდელის ფონდი) მიერ რეალიზებული “ეროვნული უმცირესობების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა უკეთესი მომავლისათვის” პროგრამის ფარგლებში, ამავე წლის აგვისტოში, დედაქალაქსა და რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდა წარმომადგენლები იყვნენ შერჩეულნი, რათა სტაჟირების სამთვიანი პროგრამა ახალგაზრდულ ორგანიზაციებსა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების რეგიონალურ განყოფილებებში გაიარონ.
პროგრამის ფარგლებში სტაჟირებაზე 70 განაცხადი იყო შეტანილი. სამცხე-ჯავახეთიდან, ქვემო ქართლიდან, კახეთიდან და თბილისიდან ექვს პოლიტიკურ პარტიაში სტაჟირების გასავლელად 13 ახალგაზრდა იყო შერჩეული. 13 მონაწილეთაგან, 6 ჯავახეთიდან არის: 2- ნინოწმინდის და 4- ახალქალაქის მუნიციპალიტეტებიდან.
სტაჟირება ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ შიდა პარტიულ საქმიანობას და პოლიტიკაში მონაწილეობის მიღების ინტერესს გაუღვიძებს, რაც თავის მხრივ, სათანადო მართველობის პრინციპების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
აღნიშნული პროექტი საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (ფონდი რონდელის) მიერ და ეუთო-ს ეროვნული უმცირესობების უმაღლესი კომისრის ოფისის აქტიური მონაწილეობით ხორციელდება. პროექტის მიზანია საქართველოს სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებში ეროვნული უმცირესობების მონაწილეობის გაუმჯობესება, პოლიტიკურ პარტიებში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების დახმარება, ასევე საქართველოში ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში საერთაშორისო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა დემოკრატიული მართველობის პრინციპების განვითარების გზით.