22 აპრილს, ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის მეოთხე ტური გაიმართა, რომელშიც ახალქალაქის „აბულიც” მონაწილეობს. „აბულმა” „დინამო სოხუმის” გუნდთან ითამაშა და ანგარიშით 6:2 მოიგო.
გოლები გაიტანეს: მამულაშვილი კ.(3 გოლი), დარბინიან რ. (1), მარგარიან რ. (1), ავეტისიან ს. (1).
„აბულის” მომდევნო მატჩი 29 აპრილს თბილისში, „ნორჩი დინამო” ჯგუფთან გაიმართება.
ფოტო არქივიდან